1. ახტომა (ახტება), ჰაერში შეხტომა; ხტუნვა, ხტუნაობა, ხტუნაობით / ხტუნვა-ხტუნვით სიარული ან გადაადგილება; lambs were skipping about in the field მინდორზე კრავები დახტოდნენ / დაკუნტრუშებდნენ; a little girl came skipping along the road გზაზე პატარა გოგონა მოხტოდა / ხტუნაობით მოდიოდა; he turned and skipped away, singing happily to himself იგი შეტრიალდა და ხტუნვა-ხტუნვით გაიქცა, თანაც თავისთვის მხიარულად რაღაცას მღეროდა;
2. სახტუნელათი / სახტუნაო თოკით ხტომა (ხტის); the girls were skipping in the playground სათამაშო / სპორტულ მოედანზე გოგონები სახტუნაოთი ხტოდნენ; she likes to skip rope as a warm-up მოსათელად / ვარჯიშისთვის მოსამზადებლად მას სახტუნაოთი ხტომა უყვარს;
3. ʘ ახტუნავებს (ბრტყელ ქვას წყლის ზედაპირზე); the boys were skipping stones across the pond ბიჭები გუბურის ზედაპირზე ქვებს ახტუნავებდნენ;
4. უეცრად გადასვლა (გადავა), გადახტომა (
ერთი თემიდან ან საკითხიდან მეორეზე და მისთ.); it's difficult to have a conversation with her because she skips from one topic to another მასთან საუბარი ძნელია, ვინაიდან სულ ერთი თემიდან
მეორეზე გადადის / გადახტება ხოლ
მე;
5. გამოტოვება (˂გამო˃ტოვებს); გაცდენა; I decided to skip the first chapter გადავწყვიტე პირველი თავი გამომეტოვებინა; I often skip breakfast altogether ხშირად საუზმეს საერთოდ გამოვტოვებ ხოლმე; she decided to skip the afternoon's class გადაწყვიტა ნაშუადღევს მეცადინეობა / გაკვეთილი გაეცდინა; I skipped over the last part of the book წიგნის ბოლო ნაწილი გამოვტოვე; I accidentally skipped one of the questions in the test შემთხვევით ტესტის ერთ-ერთი კითხვა გამოვტოვე / გამომრჩა;
6. (off, out) საუბ. საიდანმე გაპარვა (˂გა˃იპარება), მალულად ან უეცრად წასვლა; the bombers skipped the country shortly after the blast აფეთქებიდან სულ ცოტა ხანში ტერორისტები ქვეყნიდან გაიპარნენ / ტერორისტებმა ქვეყანა დატოვეს; he skipped off without paying იგი ფულის გადაუხდელად გაიპარა;
◇ to skip out on smb. ვისიმე მიტოვება (გასაჭირში და მისთ.); skip it! საუბ. უხეშ. დაივიწყე! არაფერი! ყურადღებას ნუ მიაქცევ! (რაიმეზე საუბრისთვის ან რისამე გამეორებისთვის თავის არიდებისას); "sorry, what were you saying?" "Oh, skip it!" "უკაცრავად, რას ამბობდით?" – "ოჰ, არაფერი, დაივიწყე!"