1. (off, from) მოხდა (˂მო˃ხდის), მოცლა (სითხის თავზე მომდგარი ქაფისა, ნაღებისა და მისთ.); to skim the cream off the milk რძისთვის ნაღების მოხდა; skim the jam and let it cool მურაბას ქაფი მოხადე და გააცივე; as the scum rises, skim it off როდესაც თავზე ქაფი მოადგება, მოხადე / მოაცალე;
2. რისამე ზედაპირზე ან რისამე თავზე სწრაფად / მსუბუქად მოძრაობა (მოძრაობს; ამოძრავებს) / სრიალი, გადაადგილება; we stood on the bridge, watching swallows skimming the water ხიდზე ვიდექით და ვუყურებდით, როგორ დაქროდნენ მერცხლები წყლის ზედაპირის თავზე; the ball skimmed across the grass and stopped against the wall ბურთი სწრაფად გაგორდა ბალახზე, კედელს მოხვდა და გაჩერდა; the speedboat took off, skimming the waves კატარღა ადგილს მოსწყდა და სწრაფად გასრიალდა წყლის ზედაპირზე / ტალღებზე; this report has barely skimmed the surface of the subject ხატოვნ. ეს ანგარიში / მოხსენება ოდნავ თუ შეეხო საკითხის არსს; the plane flew very low, skimming the tops of the buildings თვითმფრინავი ძალიან დაბლა ფრენდა და ლამის შენობების სახურავებს ედებოდა; we watched a child skimming stones across the lake ვუყურებდით ბავშვს, რომელიც ტბის ზედაპირზე ქვებს ახტუნავებდა;
3. (through, over) სწრაფად გადაკითხვა (გადაიკითხავს), რაიმესთვის თვალის გადავლება; he skimmed through the article trying to find his name მან სტატიას სწრაფად გადაავლო თვალი, რათა თავისი გვარი ეპოვა; I usually just skim through the newspaper in the morning ჩვეულებრივ, დილაობით გაზეთს უბრალოდ თვალს გადავავლებ ხოლმე;
4. (off )
საუბ. ფულის მოპარვა (
˂მო
˃იპარავს), უნებართვოდ / უკანონოდ მითვისება (
განსაკ. ხშირ-ხშირად, პატარ-პატარა რაოდენობებით); she was skimming money from the household kitty იგი ოჯახის საერთო ფონდიდან ფულს იპარავდა; for years his business partner had been skimming off the profits მისი ბიზნეს-პარტნიორი წლების განმავლობაში ითვისებდა შემოსულ თანხებს;
▭ to skim off რისამე საუკეთესო ნაწილის აღება (აიღებს), თავისთვის დატოვება; რაიმესთვის "ნაღების მოხდა"; professional sport skims off all the best players პროფესიულ სპორტს ყველა საუკეთესო მოთამაშე მიჰყავს.