Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

skew III verb
[skju:]
Print

1. 1) დამახინჯება (˂და˃ამახინჯებს), არასწორად ან ტენდენციურად წარმოდგენა (მონაცემებისა, ინფორმაციისა და ა.შ.); a few inaccurate figures could skew the results of the survey რამდენიმე არაზუსტმა ციფრმა შეიძლება გამოკვლევის შედეგები დაამახინჯოს / არასანდოდ აქციოს [შდრ. აგრ. 2)]; all the people we questioned lived in the same area, which had the effect of skewing the figures ყველა ჩვენ მიერ გამოკითხული პირი ერთსა და იმავე რაიონში ცხოვრობდა, რის შედეგადაც ციფრები დამახინჯებულია / არასანდოა; they were accused of skewing the facts to fit their theory მათ თავიანთი თეორიისთვის მისასადაგებლად ფაქტების დამახინჯებაში დასდეს ბრალი;

2) შეცვლა (˂შე˃ცვლის), ზემოქმედების მოხდენა (განსაკ. უარყოფითისა); these assumptions about Communism skewed American foreign policy for decades ამგვარი ვარაუდები კომუნიზმის თაობაზე ათწლეულების განმავლობაში უარყოფით ზემოქმედებას ახდენდა აშშ- საგარეო პოლიტიკაზე; today's election will skew the results in favour of the northern end of the county დღევანდელი არჩევნები შედეგებს ოლქის ჩრდილოეთი ნაწილის სასარგებლოდ შეცვლის [შდრ. აგრ. 1)];

2. სწორი მიმართულებიდან გადახრა (˂გადა˃ხრის; ˂გადა˃იხრება) / გადახვევა; ირიბი მიმართულებით მოძრაობა; the ball skewed off at a right angle ბურთმა მართი კუთხით შეიცვალა მიმართულება / ტრაექტორია; ბურთი მართი კუთხით ახტა მიწის ზედაპირიდან; at that moment the boat skewed off course, heading straight for the rocks ამ დროს ნავმა კურსიდან გადაუხვია და პირდაპირ კლდეებისკენ გაემართა;

3. (at, upon) გვერდულად / ალმაცერად ყურება (იყურება, უყურებს) ან შეხედვა (აგრ. გადატ.).

skew II skewed

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0437