1. ყინულზე ციგურებით სრიალი (სრიალებს), ციგურაობა (აგრ. ice-skate); the children skated on the frozen pond ბავშვები გაყინულ გუბურაზე ციგურებით სრიალებდნენ / ციგურაობდნენ;
2. გორგოლაჭებიანი ციგურებით სრიალი (სრიალებს) / გორვა / ციგურაობა (აგრ. roller skate);
3. = skateboard 2;
▭ to skate around = to skate over;
to skate over რაიმესთვის გვერდის ავლა (აუვლის), თავის არიდება (ამა თუ იმ თემისთვის, რისამე დეტალურად განხილვისთვის, რამეზე საუბრისთვის); he politely skated over the issue ამ საკითხს მან თავაზიანად / დელიკატურად თავი აარიდა; the President was accused of skating over the issue of the homeless პრეზიდენტს ბრალი დასდეს უსახლკაროთა საკითხისთვის გვერდის ავლაში / საკითხის განხილვისთვის თავის არიდებაში;
to skate round = to skate over;
◇ to skate on thin ice იხ. ice I ◇.