1. გასროლა; გასროლის ხმა; to take a shot გასროლის განხორციელება; გასროლა [შდრ. აგრ. 6 და 7]; someone took a shot at the car ვიღაცამ მანქანას ესროლა; to fire a warning shot into the air ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლის გაკეთება; to fire several shots რამდენიმე გასროლის გაკეთება, რამდენჯერმე გასროლა; we heard a shot გასროლა / გასროლის ხმა გავიგონეთ;
2. გასროლის სიშორე; შორსმსროლელობა (იარაღისა);
3. მსროლელი; he's an excellent shot იგი ჩინებული მსროლელია;
4. სამხ. 1)
კრებ. საფანტი (
აგრ. lead shot);
2) ერთი ცალი საფანტი, საფანტის მარცვალი / ბურთულა;
3) (pl ფორმაუცვ.) ისტ. ქვის ლოდი ან ბირთვი (ზარბაზნისა);
5. საუბ. ცდა, მცდელობა; to have a shot at smth. რისამე ცდა / მოსინჯვა; his first shot at doing it was a failure მისი პირველი ცდა მარცხით დამთავრდა; just give it your best shot მთელი ძალით სცადე;
6. სპორტ. ბურთის დარტყმა, ტყორცნა (კარის, კალათის და ა.შ. მიმართულებით); to take a shot დარტყმის / ტყორცნის განხორციელება; დარტყმა, ტყორცნა [შდრ. აგრ. 1 და 7]; to hit a shot ა) ბურთის დარტყმა; მორტყმა, მოხვედრება; ბ) ბურთის, დარტყმის მოგერიება; to block one's shot ვინმეს დარტყმის / ტყორცნის ბლოკირება; shot on [off] target / goal / კარში [კარის მიმართულებით] დარტყმა (მატჩის სტატისტიკაში); his shot at goal missed მისი დარტყმული კარს ასცდა; good shot! კარგი დარტყმაა!
7. (ხშ. the) სპორტ. ბადრო [იხ. აგრ. shot-put];
8. ფოტ. ფოტოსურათი; to take a shot ფოტოსურათის გადაღება (˂გადა˃იღებს, ˂გადა˃უღებს) [შდრ. აგრ. 1 და 6];
9. კინ. 1) უწყვეტი კადრების სერია (კინოფირზე);
2) კადრი, სცენა, ეპიზოდი (ერთი კამერით უწყვეტად გადაღებული);
3) კამერის ხედი;
10. განსაკ. ამერ. საუბ. 1) დოზა (წამლისა, ნარკოტიკისა);
2) ნემსი, ინიექცია; აცრა; a flu shot გრიპის საწინააღმდეგო აცრა;
11. საუბ. ყლუპი, მცირე რაოდენობა (განსაკ. მაგარი ალკოჰოლიანი სასმლისა); a shot of whisky ცოტაოდენი / ერთი ყლუპი ვისკი;
12. კოსმ. გაშვება (კოსმოსური ხომალდისა); a Mars shot რაკეტის მარსისკენ / მარსზე გაშვება;
13. სამთ. 1) ასაფეთქებელი მუხტი;
2) აფეთქება;
3) შპური;
14. სიგრძის საზომი ერთეული (დიდ ბრიტანეთში = 75 ფუტს / 22,9 მეტრს, აშშ-ში = 90 ფუტს / 27,4 მეტრს);
◇ like a shot საუბ. ა) მაშინვე, დაუყოვნებლივ; ბ) ხალისით, სიამოვნებით; უყოყმანოდ; a shot in the dark ალალბედზე ცდა / გამოცნობა; not have a shot in one's locker ა) ფული არა აქვს, უფულოდაა, კაპიკი არ აბადია; ბ) შესაძლებლობა / შანსი არ დარჩა; გ) ზღვ. გემზე ტყვია-წამალი არ დარჩა / გამოილია.