(shot)
1. სროლა (ისვრის), გასროლა; stop or I'll shoot! შედექ, თორემ გესვრი! don't shoot არ ისროლოთ; he shot an arrow at the target მან ისარი ესროლა / სტყორცნა სამიზნეს;
2. 1) ცეცხლსასროლი იარაღით მოკვლა (˂მო˃კლავს) ან დაჭრა; he was shot in the leg იგი ფეხში დაჭრეს; მას ფეხში ტყვია მოარტყეს; to shoot on sight ადგილზევე მოკვლა;
2) დახვრეტა (˂და˃ხვრეტს), სიკვდილით დასჯა (ცეცხლსასროლი იარაღით); the deserters were taken away and shot დეზერტირები წაიყვანეს და დახვრიტეს;
3. ნადირობა (ნადირობს) განსაკ. სპორტული მიზნით; to shoot pheasants ხოხბებზე ნადირობა; to go shooting სანადიროდ წასვლა;
4. ჩაქროლება (ჩაიქროლებს),
ʘ მიქრის; გაელვება; the car shot past us მანქანამ ჩაგვიქროლა; an idea shot across my mind თავში აზრმა გამიელვა;
5. ჩხვლეტა (ჩხვლეტს), ʘ გაჰკრავს (ითქმის უეცარი მკვეთრი ტკივილის შესახებ); the pain shot up my leg მუხლში უეცარი ტკივილი ვიგრძენი; მუხლში უეცარმა ტკივილმა გამკრა;
6. სწრაფად / უეცრად მიმართვა (მიმართავს); to shot a glance at smb. ვინმესთვის სწრაფი / უეცარი მზერის ტყორცნა, ვინმესთვის სწრაფად / უეცრად შეხედვა; journalists were shooting questions at the candidates ჟურნალისტები კანდიდატებს კითხვებს აყრიდნენ;
7. კინ., ფოტ. გადაღება (˂გადა˃იღებს); most of the film was shot in Tbilisi ფილმის დიდი ნაწილი თბილისშია გადაღებული;
8. სპორტ. კარის, კალათის მიმართულებით დარტყმა, ტყორცნა; გოლის გატანა, ქულის მოპოვება; he should have shot immediately მას დაუყოვნებლივ უნდა დაერტყა კარში;
9. გადასროლა (˂გადა˃ისვრის) ბადისა, ანკესისა; ჩაშვება (ღუზისა);
10. ამერ. 1) კამათლების გაგორება (˂გა˃აგორებს);
2) ფსონის ჩამოსვლა (ჩამოვა) / გაკეთება (კამათლებით და მისთ. თამაშისას);
11. სპეც. ამოტყორცნა (ამოტყორცნის); ამოფრქვევა; გამოსხივება;
12. ურდულის ან საკეტის / შპინგალეტის ენის გამოწევა (გამოსწევს) ან შეწევა (კარის და ა.შ. დაკეტვისას ან გაღებისას);
13. სლ. ნემსით ნარკოტიკის გაკეთება (˂გა˃უკეთებს, ˂გა˃იკეთებს);
▭ to shoot away ტყვიით, ჭურვით მოგლეჯა (˂მო˃გლეჯს), მოტეხა; the tailplane was almost shot away by cannon fire საარტილერიო ცეცხლის შედეგად თვითმფრინავის კუდის სტაბილიზატორი თითქმის მოგლეჯილი იყო;
to shoot down 1) რისამე ჩამოგდება (˂ჩამო˃აგდებს); the helicopter was shot down by a missile შვეულმფრენი რაკეტით ჩამოაგდეს;
2) ვისიმე ცეცხლსასროლი იარაღით მოკვლა (˂მო˃კლავს); დახვრეტა;
to shoot up 1) სწრაფად გაზრდა (˂გა˃იზრდება) / გამაღლება (უპირატ. ითქმის ბავშვის შესახებ);
2) სწრაფად გაზრდა (˂გა˃იზრდება) / მომატება (ფასებისა); prices have shot up by 25% ფასებმა ერთბაშად 25%-ით მოიმატა;
3) სლ. ნარკოტიკის ვენაში შეყვანა (˂შე˃იყვანს);
◇ to shoot the moon ნაქირავები ბინიდან ღამით გაპარვა და ავეჯისა და სხვა პირადი ნივთების უჩუმრად გატანა (ბინის ქირის გადაუხდელობის გამო ქონების დაყადაღების თავიდან ასაცილებლად).