1. 1) კომპლექტი, ნაკრები; კოლექცია; a set of kitchen knives სამზარეულო დანების კომპლექტი; a set of rules [of instructions] წესების [ინსტრუქციების] კრებული; წესები [ინსტრუქციები]; a chess set ჭადრაკი, ჭადრაკის კომპლექტი (სათამაშო დაფა და ფიგურები); a spare set of keys სათადარიგო გასაღებების ნაკრები / აცმა; a set of false teeth ხელოვნური კბილები, კბილის პროთეზი; a set of stamps მარკების კომპლექტი; set of chromosomes ბიოლ. ქრომოსომების ნაკრები / კომპლექტი, ქრომოსომების ანაწყობი; they are sold in set of five იყიდება ხუთ-ხუთ ცალად; valuable set ძვირფასი კოლექცია;
2) სერვიზი; a set of china ფაიფურის სერვიზი; a set of silver plate მოვერცხლილი სერვისი;
3) გარნიტური; a set of furniture ავეჯის გარნიტური;
4) სრული კრებული; a set of Shakespeare's plays შექსპირის პიესების სრული კრებული;
5) მოწყობილობა; writing / desk / set საწერი მაგიდის მოწყობილობა;
2. სერია, წყება, რიგი; a set of houses სახლების რიგი / წყება; a set of lectures ლექციების ციკლი; a set of questions მთელი რიგი საკითხები;
3. 1) იშვ. აგრ. კიცხვ. საზოგადოება, წრე, კომპანია; the smart / the fashionable / set ა) მოდის კანონმდებლები; ბ) მოდური საზოგადოება; the literary set ლიტერატურული წრე / საზოგადოება;
2) ჯგუფი, შემადგენლობა; a set of men ადამიანთა ჯგუფი; four sets of dancers / partners / მოცეკვავეების ოთხი წყვილი; a new set of customers მომხმარებელთა ახალი წყება;
3) ნაკადი, შემადგენლობა (მოსწავლეთა, სტუდენტთა);
4. სპეც. აპარატი; მოწყობილობა; ხელსაწყო; a radio set რადიომიმღები; a TV set ტელევიზორი;
5. თეატრ., კინ. 1) დეკორაცია (გადასაღები მოედნისა, სცენისა);
2) გადასაღები მოედანი; სცენა; on (the) set გადასაღებ მოედანზე;
6. სპორტ. 1) სეტი (ჩოგბურთი);
2) პარტია (ფრენბურთი);
7. მათ. 1) სიმრავლე; finite [infinite] set სასრული [უსასრულო] სიმრავლე; theory of sets = set theory;
2) ოჯახი (წირთა, მახასიათებელთა და სხვა); 8. ბუდე კვერცხებით;
9. საცეკვაო ფიგურების ერთობლიობა (რომელთაგანაც შედგება ცეკვა);
10. მუს. რეპერტუარი, საკონცერტო პროგრამა (ანსამბლისა, მომღერლისა და ა.შ.); სიმღერების, ჩანაწერების ნაკრები (ალბომისა);
11. 1) ს.-მ. სარგავი მასალა (ჩითილი, ნათესარი, ბოლქვი და ა.შ.); onion sets ხახვის სარგავი ბოლქვები, ხახვის ჭილი;
2) მებაღ. სანამყენე კალამი;
12. პოლიგრ. 1) გარნიტური (შრიფტისა);
2) ანაწყობი;
13. ტექ. კბილების გაყრა (ხერხისა);
14. ბანქ. ვერგაკეთებული აყვანების რაოდენობა (რომელიც დააკლდა კონტრაქტის შესრულებას – ბრიჯი);
15. = sett;
16. მონად. ნაბული; to make a set ნაბულის გაკეთება (ითქმის ძაღლის შესახებ);
17. ჩასვლა, ჰორიზონტს მიფარება (ციური სხეულისა);
18. გამყარება, გამაგრება; შეკვრა (თაბაშირისა, ჟელესი და ა.შ.);
19. 1) მშენ. დაჯდომა (საძირკვლისა, საყრდენისა);
2) ტექ. ნარჩენი დეფორმაცია;
20. გეოლ. წყება (ძარღვებისა, ფენებისა და ა.შ.);
21. სამთ. ჩარჩო (სამაგრისა).