1. მომსახურება (მოსახლეობის / მომსახურე პერსონალის რითიმე უზრუნველყოფის სისტემა); public services ა) საზოგადოებრივი მომსახურება; საერთო დანიშნულების მომსახურება; ბ) კომუნალური მომსახურება; the postal service საფოსტო მომსახურება; water [electricity, gas] services წყალმომარაგება [ელექტრომომარაგება, გაზმომარაგება]; bus [telephone] service საავტობუსო [სატელეფონო] მომსახურება;
2. (აგრ. Service) სამსახური (დაწესებულება, დარგი და ა.შ. მოსახლეობის მომსახურების ამა თუ იმ სფეროში); fire service სახანძრო სამსახური; coastguard service სანაპირო დაცვის სამსახური; the Diplomatic Service, ამერ. ჩვეულ. the Foreign Service დიპლომატიური სამსახური, საგარეო-პოლიტიკური უწყება; social services სოციალური სამსახური; სოციალური უზრუნველყოფის დეპარტამენტი; the BBC World Service ბი-ბი-სი-ს საერთაშორისო სამსახური;
3. სერვისი, კლიენტის მომსახურება; მომსახურების სფეროში გაწეული სამუშაო; the development of new services სერვისის / მომსახურების ახალი ფორმების განვითარება; financial services საფინანსო მომსახურება; საფინანსო ოპერაციები; the service sector სერვის-სექტორი, მომსახურების სფერო (ბიზნესისა);
4. მომსახურება (
სასტუმროში, რესტორანში და ა.შ.); the service was good მომსახურება კარგი იყო; is service included in the bill? მომსახურების საფასური თუ შედის ანგარიშში?
5. მუშაობა, სამსახური (ამა თუ იმ ორგანიზაციაში და ა.შ.); he retired after 25 years' service ოცდახუთწლიანი მუშაობის შემდეგ იგი გადადგა; to have good conditions of service კარგი სამუშაო პირობების ქონა;
6. 1) შეიარაღებულ ძალებში სამსახური; სამხედრო სამსახური;
2) შეიარაღებულ ძალებში / ჯარში მსახურობის ვადა; he has ten years' service მას ათი წელი აქვს გატარებული სამხედრო სამსახურში;
3) (the services) pl შეიარაღებული ძალები;
4) = arm of service, branch of service [იხ. arm² I 3 და branch I 6 2)];
7. 1) მუშაობა, ექსპლუატაცია; მუშა მდგომარეობაში / ექსპლუატაციაში ყოფნა (ითქმის ავტომანქანის და ა.შ. შესახებ); this computer gave us very good service ამ კომპიუტერმა კარგად იმუშავა / კარგად გვემსახურა; the ship will be taken out of service within two years ორი წლის განმავლობაში გემს ექსპლუატაციიდან ამოიღებენ;
2) ტექნიკური მომსახურება; ტექნიკური შემოწმება და მიმდინარე რემონტის წარმოება (ავტომანქანისა და ა.შ.);
8. ეკლ. ღვთისმსახურება; morning [evening] service დილის [საღამოს / მწუხრის] ღვთისმსახურება; marriage service ჯვრისწერა; baptismal service ნათლობა; to attend a service ღვთისმსახურებაზე დასწრება; to hold a service ღვთისმსახურების ჩატარება;
9. pl სერვის-ცენტრი, ავტოსტრადაზე მდებარე მგზავრთა მომსახურების ცენტრი (ბენზინგასამართი სადგურით, მაღაზიებით, სასადილოებით და ა.შ.);
10. სპორტ. ბურთის მოწოდება (ჩოგბურთი, ბადმინტონი და მისთ.); first [second] service პირველი [მეორე] მოწოდება; you service! თქვენი მოწოდებაა;
11. სერვიზი; tea service ჩაის სერვიზი;
12. იურ. გადაცემა, ჩაბარება (სასამართლო დოკუმენტისა, უწყებისა და ა.შ.); სასამართლო დოკუმენტი, სასამართლო შეტყობინება.