1. სუფრაზე მიტანა (მიიტანს) / მირთმევა; სუფრის მომსახურება; to serve at table სუფრაზე მიტანა, სუფრის მომსახურება (რესტორანში და ა.შ.); breakfast is served between 7 and 10 a.m. საუზმე 7-დან 10 საათმდეა; to serve tea ჩაის მიტანა / მირთმევა; dinner is served! სადილი მზადაა, სუფრა გაშლილია! to serve smth. hot რისამე სუფრასთან ცხლად მიტანა; I was served with tea and cake ჩაი და ნამცხვარი მომიტანეს; she served us a delicious dinner იგი უგემრიელესი სადილით გაგვიმასპინძლდა;
2. ʘ ეყოფა, საკმარისი / სამყოფი იქნება (ითქმის საჭმლის შესახებ); this dish will serve four people ეს კერძი ოთხ კაცს ეყოფა / დააპურებს;
3. კლიენტის მომსახურება (˂მო˃ემსახურება) მაღაზიაში; are you being served? გემსახურებიან? I'm waiting to be served ველოდები, როდის მომემსახურებიან;
4. 1)
ამა თუ იმ დანიშნულების შესრულება (
˂შე
˃ასრულებს),
რისამე მაგივრობის გაწევა;
ʘ რაიმესთვის გამოდგება, ივარგებს; the film also serves an educational purpose ფილმს ამასთანავე საგანმანათლებლო დანიშნულება აქვს; these experiments serve no useful purpose ეს ექსპერი
მენტები ყოვლად უსარგებლოა / არავითარ მიზანს არ ემსახურება; that excuse will not serve you ეს თქვენი
საქციელის გასამართლებელ მიზეზად არ გამოდგება; to serve as a lesson to smb.
ʘ ვინ
მესთვის გაკვეთილად / ჭკუის სასწავლებლად გამოდგება; the box served him as a table ყუთი მაგიდის მაგივრობას სწევდა;
2) დაკმაყოფილება (˂და˃აკმაყოფილებს); to serve the needs of future generation მომავალი თაობების საჭიროებების დაკმაყოფილება; to serve the interests of big business მსხვილი ბიზნესის ინტერესების დაკმაყოფილება;
5. 1) მომსახურება (˂მო˃ემსახურება); this railway line serves large district ეს სარკინიგზო ხაზი დიდ რაიონს ემსახურება;
2) მომარაგება (˂მო˃ამარაგებს), მიწოდება; to serve a town with gas ქალაქის გაზით მომარაგება;
6. მსახურობა (მსახურობს); ამა თუ იმ მოვალეობის შესრულება; during the war, he served in the Army ომის დროს, იგი ჯარში მსახურობდა; he served as mayor for 5 years მან ქალაქის მერად / მერის თანამდებობაზე ხუთი წელი იმუშავა; to serve on a jury იურ. ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულება;
7. იურ. სასჯელის მოხდა (˂მო˃იხდის); to serve sentence სასჯელის მოხდა; to serve time, to serve a term of imprisonment პატიმრობის ვადის მოხდა; she is serving two years for theft ორწლიან სასჯელს იხდის ქურდობისათვის;
8. იურ. გადაცემა (გადასცემს), ჩაბარება (სასამართლო დოკუმენტისა, უწყებისა და ა.შ.); to serve a writ სასამართლოს ბრძანების გადაცემა / ჩაბარება; to serve a warrant on smb. ვინმესთვის დაპატიმრების ორდერის წარდგენა (ვისიმე დაკავება მასზე გაცემული დაპატიმრების ორდერის მისივე წინაშე წინასწარ წაკითხვით);
9. სპორტ. ბურთის მოწოდება (˂მო˃აწოდებს) ჩოგბურთი, ბადმინტონი და მისთ.; to serve into the net მოწოდებისას / მოწოდებული ბურთის ბადეს მოხვედრა; it is your turn to serve თქვენი მიწოდების ჯერია, თქვენ აწოდებთ;
◇ first come, first served იხ. first ◇; it serves smb. right (for doing smth.) (რისამე გაკეთებისთვის) დამსახურებისამებრ მიღება; ʘ საკადრისი მიეზღო, ახია მასზე.