(
sold)
1. გაყიდვა (˂გა˃ყიდის); გასაღება; I sold my car to my neighbour for £ 800 მანქანა ჩემს მეზობელს მივყიდე რვაასს გირვანქა სტერლინგად; to sell smth. at a loss რისამე ზარალით გაყიდვა; agreement to sell კომერც. შეთანხმება გაყიდვაზე;
2. ვაჭრობა (ვაჭრობს), საქონლის და ა.შ. შეთავაზება; most supermarkets sell a range of organic products სუპერმარკეტების უმეტესობა ნატურალური პროდუქტებით ვაჭრობს; do you sell stamps? თქვენთან მარკები იყიდება? მარკებს თუ ყიდით? to sell insurance დაზღვ. დაზღვევის გაყიდვა, დაზღვევის ხელშეკრულების დადება; to sell advertising space გაზეთში, ინტერნეტ-საიტზე და ა.შ. სარეკლამო / რეკლამისათვის განკუთვნილი ადგილის გაყიდვა;
3. გაყიდვა (˂გა˃იყიდება); გასაღება; the book is selling well წიგნი კარგად იყიდება / დიდი მოთხოვნით სარგებლობს; goods of that quality will never sell ასეთი ხარისხის საქონელი არასდროს გაიყიდება / გასაღდება; to sell for / at / ʘ იყიდება ამა თუ იმ ფასად; the pens sell for just 50 pence each თითო კალმისტარი სულ რაღაც ორმოცდაათ პენსად იყიდება;
4. გაყიდვისათვის / გასაღებისათვის ხელის შეწყობა (
˂შე
˃უწყობს); good advertising will sell goods კარგი რეკლამა ხელს შეუწყობს საქონლის გაყიდვას; his name on the cover sells the book წიგნს ყიდულობენ გარეკანზე მისი გვარის გამო; scandal sells newspapers სკანდალური შემთხვევა უზრუნველყოფს გაზეთის გასაღებას;
5. რეკლამის გაკეთება (˂გა˃უკეთებს), რეკლამირება; ვისიმე დარწმუნება (რისამე სისწორეში / მართებულობაში); to sell the idea აზრის / იდეის სისწორეში ვისიმე დარწმუნება; ვინმესთვის აზრის / იდეის "მიყიდვა"; to sell oneself საკუთარი თავის წარმოჩენა, თვითრეკლამირება;
▭ to sell off 1) საქონლის ფასდაკლებით / იაფად გაყიდვა (˂გა˃ყიდის);
2) ქონების, კომპანიის და ა.შ. მთლიანად ან ნაწილობრივ გაყიდვა (˂გა˃ყიდის), დაყიდვა; to sell out 1) მთლიანად გაყიდვა (˂გა˃ყიდის) განსაკ. ითქმის ბილეთების შესახებ; the edition is sold out ტირაჟი მთლიანად გაიყიდა; the concert was sold out weeks ago რამდენიმე კვირაა, რაც კონცერტის ყველა ბილეთი გაიყიდა;
2) საუბ. ვისიმე ღალატი (უღალატებს) / გაყიდვა / გაცემა; to sell up ყველაფრის გაყიდვა (˂გა˃ყიდის) ჩვეულ. სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად წასვლის ან პენსიაზე გასვლის წინ;
◇ to be sold on smth. საუბ. ʘ რისამე ძლიერ მოსურნეა; I am not sold on this სულაც არ ვარ ამით აღფრთოვანებული; I am not sold on either of these programmes არც ერთი პროგრამა არ მომწონს, არც ერთი პროგრამის სისწორეში არ ვარ დარწმუნებული.