1. საერო, საერისკაცო; არასასულიერო; secular education საერო განათლება; secular courts სამოქალაქო საქმეთა სასამართლო;
2. მიწიერი, ამქვეყნიური; secular concerns მიწიერი / ყოფითი საზრუნავი;
3. ეკლ. საერო საზოგადოებაში მცხოვრები (ითქმის მღვდლის შესახებ); the secular clergy თეთრი სამღვდელოება;
4. ასტრ. საუკუნეობრივი, განუსაზღვრელად ნელი ტემპით / ხანგრძლივი დროის განმავლობაში რომ მიმდინარეობს; secular contraction of the earth დედამიწის საუკუნეობრივი კუმშვა;
5. ეკონ. მუდმივი, განუსაზღვრელად ხანგრძლივი დროის განმავლობაში რომ მოქმედებს / ნარჩუნდება (ითქმის ტენდენციის და ა.შ. შესახებ);
6. 1) საუკუნეში ერთხელ რომ ხდება;
2) წიგნ. ძველისძველი, საუკუნეობრივი.