1. საიდუმლო, გარეშეთათვის უცნობი; ფარული; secret information საიდუმლო ინფორმაცია; to keep smth. secret from smb. ვინმესგან რისამე დამალვა / საიდუმლოდ შენახვა; a secret entrance ფარული / საიდუმლო შესასვლელი კარი; they got out of the camp through a secret tunnel ბანაკიდან საიდუმლო გვირაბით გამოაღწიეს;
2. საიდუმლო, გასაიდუმლოებული; საიდუმლოობის გრიფის მქონე; this information is classified as secret ეს ინფორმაცია კლასიფიცირებულია, როგორც საიდუმლო; ამ ინფორმაციას საიდუმლოობის გრიფი აქვს;
3. : a secret admirer ფარული თაყვანისმცემელი; a secret drinker ვინც ჩუმად / ფარულად სვამს, ვინც სხვებს არ უმხელს რომ სვამს.