1. მიხრახნა (მიახრახნის); ხრახნით მიმაგრება / დამაგრება; the bookcase is screwed to the wall წიგნის თარო შურუპებითაა მიმაგრებული კედელზე;
2. ჩახრახნა (˂ჩა˃ხრახნის; ˂ჩა˃იხრახნება), მოჭერა; the lid is screwed on so tight that I can't get it off თავსახური ისე მაგრად არის მოჭერილი, რომ ვერ ვხსნი;
3. (აგრ. up) დაჭმუჭნა (˂და˃ჭმუჭნის), დაგორგლება (განსაკ. ქაღალდისა) [იხ. აგრ. ▭]; she screwed the letter up and threw it in the bin წერილი დაჭმუჭნა და სანაგვე ყუთში მოისროლა;
4. საუბ. მოტყუება (
˂მო
˃ატყუებს), გაცურება; ფულის გამოცინცვლა / გამოძალვა; we've been screwed გაგვაცურეს, ფული გამოგვცინცლეს [
იხ. აგრ. ◇];
5. ვულგ. სლ. სქესობრივი კავშირი ქონა (აქვს);
6. ბურთის უკან დატრიალებით დარტყმა (˂და˃არტყამს), მოჭრილი დარტყმის შესრულება (ბილიარდი);
▭ to screw around 1) მკვეთრად მობრუნება (˂მო˃აბრუნებს) / მოტრიალება (თავისა, ტანისა);
2) ვულგ. სლ. მრავალი სექსუალური პარტნიორის ყოლა (ჰყავს); ʘ თავაშვებულ სქესობრივ ცხოვრებას ეწევა;
3) დროის უქმად ხარჯვა (ხარჯავს);
to screw smth. from / out / of smb. ვინმესთვის რისამე გამოძალვა (˂გამო˃სძალავს), რისამე ძალით გამორთმევა;
to screw up 1) = 1 და 2;
2) სლ. საქმის გაფუჭება (˂გა˃აფუჭებს) / ჩაშლა / არევ-დარევა [იხ. აგრ. 3];
to screw smb. up სლ. ვინმეს სულიერად განადგურება (˂გა˃ანადგურებს) / გატეხა / დათრგუნვა;
◇ to screw one's eyes up თვალების მოჭუტვა; to screw one's face up სახის შეჭმუხნა / მოღრეცა; screw you [him, etc] ვულგ. სლ. ჯანდაბამდის გზა გქონია [ჰქონია და ა.შ.]; თავში ქვა გიხლია [უხლია და ა.შ.]; screw that ვულგ. სლ. ჯანდაბა მაგას; ეშმაკსაც წაუღია; to screw up the / one's / courage გამბედაობის მოკრება; to be screwed ცუდ მდგომარეობაში / გასაჭირში ყოფნა, სერიოზული პრობლემების ქონა [იხ. აგრ. 4]; to have one's head screwed on (the right way) საღად აზროვნება.