1. ხმამაღლა ყვირილი (ყვირის), კივილი (შიშისაგან, აღტაცებისაგან და ა.შ.); someone was screaming in the street ქუჩაში ვიღაცა ყვიროდა; to scream with pain ტკივილისაგან ხმამაღლა ყვირილი; to scream oneself hoarse ყვირილისაგან ხმის ჩახლეჩა; the kids were screaming with excitement ბავშვები აღტაცებისაგან კიოდნენ;
2. ხმამაღლა დაყვირება (˂და˃იყვირებს; ˂და˃უყვირებს); წამოყვირება, აღრიალება (შიშისაგან, სიბრაზისაგან და ა.შ.); someone was screaming for help ვიღაცა კივილით შველას ითხოვდა; she screamed at the children to stop ბავშვებს დაუღრიალა, რომ გაჩუმებულიყვნენ; she screams at her daughter constantly თავის ქალიშვილს წარამარა უყვირის; to scream (out) abuse / obscenities / at smb. ვისიმე უშვერი სიტყვებით ხმამაღლა გამოლანძღვა;
3. ხმამაღლა მოთხოვნა (მოითხოვს); ʘ სასწრაფოდ საჭიროებს (ყურადღებას, მოგვარებას და ა.შ.);
4. მკვეთრი ხმის გამოცემა; სტვენა; გუგუნი; სტვენით / წუილით ქროლა; the sirens were screaming მანქანების სირენები გაჰკიოდნენ; the car screamed past მანქანამ წუილით ჩაიქროლა; the wind screamed ქარი ზუზუნებდა;
5. ʘ თვალს სჭრის, ყვირის (ითქმის ფერის, გაზეთის სტატიის და ა.შ. შესახებ); this colour scheme screams ფერთა ეს შეხამება თვალს სჭრის / მეტისმეტად ყვირის; "Plane Crash!" screamed the newspaper headlines გაზეთები აჭრელებული იყო სათაურებით "ავიაკატასტროფა";
6. საუბ., იშვ. ʘ დამსმენი / პოლიციის ინფორმატორი გახდა;
▭ to scream (out) for (smth.) 1) ʘ აშკარად მოითხოვს / საჭიროებს (რაიმეს); the issues that scream out for immediate attention საკითხები, რომლებიც საჭიროებს დაუყოვნებლივ ყურადღებას / მოგვარებას;
2) ʘ ზუსტად შეესაბამება / ესადაგება (რაიმეს);
to scream out 1) წამოყვირება (წამოიყვირებს), ყვირილით წამოძახება; to scream out orders ʘ ბრძანებებს / განკარგულებებს გაჰყვიროდა;
2) (for) ʘ აშკარად მოითხოვს / საჭიროებს (რაიმეს);
◇ to scream one's head off ბოლო ხმაზე კივილი; წივილ-კივილით აკლება; to scream blue / ამერ. bloody / murder ღრიალი, ბღავილი (ბრაზისგან, შიშისგან).