1. (გა)ფხეკა (˂გა˃ფხეკს), ფხეკით მოცილება / (გა)წმენდა; to scrape a carrot სტაფილოს გაფხეკა; scrape all the mud off your boots before you come in სანამ შემოხვალ ფეხსაცმელებიდან ტალახი კარგად მოიფხიკე; to scrape the ice off the windscreen საქარე მინიდან ყინულის აფხეკა / მოცილება; the kids had scraped their plates clean ბავშვებმა თეფშები მოასუფთავეს / ყველაფერი უკანასკნელ ნამცეცამდე შეჭამეს; to scrape one's chin with a razor საუბ. ხუმრ. წვერის გაპარსვა;
2. (გა)კაწვრა (˂გა˃კაწრავს), (გა)ფხაჭნა; he fell over and scraped his knee გადმოვარდა და მუხლი გადაიყვლიფა;
3. ʘ გაჰკრავს, გასდებს; გაედება; she scraped the car against the wall მანქანა კედელს გაჰკრა; the taxi scraped against the curb ტაქსი ბორდიურს გამოედო;
4. ჭრიალი (ჭრიალებს; აჭრიალებს), წრიპინი;
ʘ ჭრიალით ეხახუნება; to scrape a pen over paper კალმის წრიპინი ქაღალდზე; stop scraping your feet along the flour ფეხების ფრატუნით ნუ დადიხარ; we could hear her scraping away at the violin გვესმოდა, როგორ აწრიპინებდა ვიოლინოს;
5. 1) გაჭირვებით მოპოვება (მოიპოვებს) / მიღწევა (წარმატებისა და ა.შ.); to scrape a win გაჭირვებით მოგება; I just scraped a pass in the maths exam ძლივს ჩავაბარე მათემატიკის გამოცდა;
2) გაჭირვებით თავის გატანა (გაიტანს); მომჭირნედ ხარჯვა, ეკონომიის გაწევა; they scraped a living გაჭირვებით გაჰქონდათ თავი;
6. : to scrape one's hair back მთელი თმის უკან გადაწევა / შეკვრა;
7. პურზე კარაქის თხლად წასმა (˂წა˃უსვამს);
8. (ხშ. out) თხრა (თხრის), ამოთხრა; to scrape (out) a hole ორმოს ამოთხრა;
9. კომპ. ვებ-საიტიდან მონაცემების / ინფორმაციის გადმოტანა (გადმოიტანს) / იმპორტირება (პროგრამის საშუალებით);
▭ to scrape along = to scrape by;
to scrape by გაჭირვებით თავის გატანა (გაიტანს);
to scrape out 1) = 8;
2) ფხეკით გამოცლა (გამოაცლის), მოცილება (ხილის რბილობისა); scrape out the pulp გამოაცალეთ რბილობი;
2) ამერ. წარმატების გაჭირვებით მოპოვება (მოიპოვებს); to scrape out a victory გამარჯვების გაჭირვებით მოპოვება;
to scrape through (smth.) 1) გაძრომა (გაძვრება), გაჭირვებით გავლა (რაიმეში); to scrape through a hedge ცოცხალ ღობეში გაჭირვებით გაძრომა;
2) (რისამე) გაჭირვებით მოხერხება (˂მო˃ახერხებს); I scraped through my exams ძლივს მოვახერხე გამოცდების ჩაბარება;
to scrape (smth.) together / up / (რისამე) ძლივძლივობით მოგროვება (˂მო˃აგროვებს) / შეგროვება (განსაკ. ითქმის ფულის შესახებ); to scrape together some money მცირეოდენი ფულის გაჭირვებით დაგროვება;
◇ to scrape acquaintance with იშვ. ვინმესთვის ნაცნობობის თავს მოხვევა; to scrape home მცირე უპირატესობით გამარჯვება; the government scraped home by three votes მთავრობამ სულ სამი ხმით მოიგო; to scrape (the bottom of) the barrel საუბ. კიცხვ. უკანასკნელი / არცთუ კარგი რესურსების გამოყენება; არსებულით დაკმაყოფილება; to scrimp and scrape ყველაფერში ეკონომიის გაწევა.