საუბ. განსაკ. ამერ. (
ხშ. out)
1. ყურადღებით შეხედვა (შეხედავს); დათვალიერება; გულდასმით ყურება; his eyes scoped the room, trying to spot her in the crowd ხალხში ქალის საპოვნელად მან ოთახს თვალი მოავლო; they were late, and he was scoping the room for an empty table დააგვიანდათ და იგი თავისუფალი მაგიდის საპოვნელად ოთახს ათვალიერებდა;
2. შეფასება (˂შე˃აფასებს); შესწავლა, გამოკვლევა; გაანალიზება, აწონ-დაწონა; they need to scope the competition before they open a new business ახალი საწარმოს გახსნამდე დარგში არსებული კონკურენცია უნდა შეისწავლონ; we have scoped out our market ჩვენი გასაღების ბაზარი შესწავლილი / გამოკვლეული გვაქვს;
3. ფარგლების / მოქმედების სფეროს დადგენა (˂და˃ადგენს) / განსაზღვრა (განსახორციელებელი ღონისძიებისა, პროექტისა და მისთ.) [შდრ. აგრ. scope¹]; it is important that a project is scoped correctly to ensure the budget can be accurately defined მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლები სწორად იქნეს განსაზღვრული, რათა შესაძლებელი გახდეს ბიუჯეტის ზუსტად შემუშავება; he can end up having to scope his project differently ასე მას შეიძლება საკუთარი პროექტის ფარგლები ახლებურად / ხელახლა გაუხდეს განსასაზღვრავი.