1. 1) თვალწარმტაცი (ითქმის პეიზაჟის, ხედის შესახებ); an area of scenic beauty თვალწარმტაცი სილამაზის მიდამო;
2) ბუნების მშვენიერებით / ხედებით ტკბობის საშუალებას რომ იძლევა; the scenic route გზა, რომელიც ბუნების მშვენიერებით ტკბობის საშუალებას იძლევა; scenic windows პანორამული ფანჯრები; scenic country თვალწარმტაცი ბუნების მქონე ქვეყანა;
2. სცენისა, სასცენო, სცენური; scenic effects სასცენო ეფექტები; scenic design სასცენო გაფორმება; სცენოგრაფია; scenic designer მხატვარ-დეკორატორი; სცენოგრაფი;
3. 1) ამა თუ იმ სცენის / ეპიზოდის ამსახველი (მხატვრობაში, სკულპტურაში);
2) "ლანდშაფტური", "პეიზაჟური" (ითქმის ერთიანი პეიზაჟის ამსახველი შპალერის შესახებ); scenic wallpaper "ლანდშაფტური" შპალერი.