1. რისამე მოხდომის ადგილი (განსაკ. უბედური შემთხვევისა, მოვლენისა და ა.შ.); the scene of the accident ავარიის / კატასტროფის ადგილი; on the scene of the crime დანაშაულის ადგილას; the ambulance was on the scene in minutes სასწრაფო დახმარების მანქანა წამებში გაჩნდა უბედური შემთხვევის ადგილზე; the battle scene ბრძოლის ადგილი / ველი; to come / to arrive / on the scene შემთხვევის ადგილას მისვლა [იხ. აგრ. ◇];
2. სცენა, თვალწინ წარმომდგარი სურათი, ეპიზოდი, შექმნილი გარემოება, ვითარება; she witnessed some very distressing scenes იგი რამდენიმე მძიმე სურათის / სანახაობის მოწმე გახდა; scenes of everyday life ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი სცენები / ეპიზოდები; touching [memorable] scene ამაღელვებელი [დაუვიწყარი] ეპიზოდი;
3. სცენა, მოქმედების ადგილი (პიესაში, რომანში, კინოფილმში და ა.შ.); the scene is laid in France მოქმედება მიმდინარეობს საფრანგეთში; the scene changes from London to Paris მოქმედების ადგილი ლონდონიდან პარიზში ინაცვლებს;
4. 1)
თეატრ. სცენა; სურათი; გამოსვლა; "Macbet", Act II, scene 9 "მაკბეთი", მოქმედება II, გამოსვლა 9; the famous quarrel scene საყოველთაოდ ცნობილი ჩხუბის სცენა; the duel scene in "Hamlet" "ჰამლეტში" დუელის სცენა;
2) ეპიზოდი (რომანში); humorous scene სასაცილო ეპიზოდი;
3) კინ. სცენა (კადრი ან კადრების კომპოზიცია – როგორც ცალკეული ეპიზოდი); crowd scene მასობრივი სცენა; nude scenes ეროტიკული სცენები / კადრები;
5. (the) საუბ. ამა თუ იმ საქმიანობის სფერო, არენა; the political scene პოლიტიკური არენა; პოლიტიკური სურათი / ვითარება; the fashion scene მოდის არენა, მოდის სამყარო; on the international scene საერთაშორისო არენაზე / სარბიელზე; the drug scene ა) ნარკომანების / ნარკობიზნესის სამყარო; ბ) საქმის ვითარება ნარკომანიასთან დაკავშირებით; the pop scene პოპ-მუსიკის სამყარო; a bad scene უსიამოვნება, იმედგაცრუება;
6. 1) ხედი, პეიზაჟი; a rural scene სოფლის პეიზაჟი; the scene from the window ხედი ფანჯრიდან; a scene of wild grandeur ველური ბუნების დიდებულება; mountain [woodland] scene მთის [ტყის] პეიზაჟი;
2) გარემო; they went abroad for a change of scene გარემოს შეცვლის მიზნით საზღვარგარეთ გაემგზავრნენ;
7. ცხარე / ხმამაღალი შელაპარაკება / ჩხუბი, სკანდალი (განსაკ. სახალხოდ); he made a scene about the money ერთი ამბავი ატეხა / სკანდალური სცენა მოაწყო / გამართა ფულის გამო; an angry scene with smb. ვინმესთან ცხარე შეკამათება; don't make a scene! სცენებს ნუ აწყობ!
8. ხშ. pl დეკორაცია; to change / to shift / the scenes დეკორაციების შეცვლა; the scene is a square in Venice დეკორაცია ვენეციის მოედანს წარმოადგენს;
9. (the) საუბ. წრე, გარემო (სადაც უპირატ. ჰომოსექსუალები ჭარბობენ);
◇ behind the scenes ა) კულისებში, სცენის უკან; ბ) კულუარებში; ფარულად, საიდუმლოდ; behind the scenes of politics პოლიტიკურ კულუარებში; to come / to appear, to arrive / on the scene ა) ამა თუ იმ ასპარეზზე პირველად გამოსვლა / გამოჩენა; ბ) ʘ სახელი მოიხვეჭა, პოპულარული გახდა [იხ. აგრ. 1]; to set the scene (for smth.) ა) (რაიმესთვის) ნიადაგის მომზადება / ხელსაყრელი გარემოს შექმნა; ბ) მოქმედი პირების / მოქმედების ადგილის აღწერა (პიესაში და ა.შ.); not to be one's scene საუბ. ʘ არ მოსწონს, არ სიამოვნებს (ესა თუ ის ადგილი, საქმიანობა და ა.შ.).