1. მიმოფანტვა (მიმოფანტავს), მიმობნევა, მიყრა-მოყრა; scatter the grass seed over the lawn მიმოაბნიეთ ბალახის თესლი გაზონზე; to scatter far and wide / everywhere / ყველგან მიმოფანტვა; he scattered his papers all over the room თავისი ქაღალდები მთელს ოთახში მიმოფანტა;
2. 1) გაფანტვა (˂გა˃ფანტავს), დაშლა (განსაკ. ითქმის ხალხის ჯგუფის ან ბრბოს შესახებ); the explosion scattered a flock of birds აფეთქებამ ფრინველების გუნდი დააფრთხო; the police scattered the crowd პოლიციამ ხალხი დაშალა;
2) გაფანტვა (˂გა˃იფანტება), აქეთ-იქით გაქცევა; the crowd scattered at the sound of gunshots სროლის ხმაზე ხალხი გაიფანტა; the clouds scattered before the wind ქარმა დაუბერა და ღრუბლებიც გაიფანტა; the boys scattered to look for mushrooms ბიჭები აქეთ-იქით გაიფანტნენ სოკოს საძებნად;
3. ჩაშლა (ჩაშლის), დამსხვრევა (ითქმის იმედების / გეგმების შესახებ); all our hopes and plans are scattered to the four winds ყველა ჩვენი იმედი და გეგმა გაცამტვერდა;
4. მოყრა (
˂მო
˃აყრის), მოფენა; to scatter a road with gravel გზაზე ხრეშის მოყრა; her path was not scattered with flowers მისი გზა არ იყო ყვავილებით მოფენილი;
5. ფიზ. სინათლის, ნაწილაკების და ა.შ. გაბნევა (˂გა˃აბნევს), განბნევა.