1. ნაჭრილობევი, ნაიარევი; to leave a scar ნაიარევის / ნაწიბურის დატოვება; a permanent scar ნარჩენი ნაიარევი [იხ. აგრ. 2 1)]; battle scars ბრძოლის დროს მიღებული ნაიარევები;
2. 1) ღრმა კვალი / დაღი, ჭრილობა; a psychological / a mental / scar ფსიქოლოგიური ტრავმა; his years in prison have left deep scars ციხეში გატარებულმა წლებმა ღრმა კვალი დაამჩნია; a permanent scar მოუშუშებელი ჭრილობა / ტრავმა [იხ. აგრ. 1]; the scars of war ომის დაღი, ომის შედეგად მიყენებული ზიანი;
2) ჩაღრმავება, ღრმული; ჩანაჭყლეტი; ნაკაწრი (რისამე ზედაპირზე); scars of the blast აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ღრმულები;
3. ხინჯი, ნაკლი; სამარცხვინო ლაქა;
4. ბოტ. ნაჭდევი, კოჟრი, კალუსი (
დაზიანებული ადგილის შეზრდის შედეგად წარმოქმნილი); leaf scar ფოთლის ნაჭდევი, ნაფოთლარი (
ჩამოვარდნილი ფოთლის ყუნწის ღეროსთან მიმაგრების ადგილზე);
5. გეოლ. გაშიშვლებული / ზედაპირზე გამოსული / ჩამოშლილი ადგილი (მთისა, კლდისა და ა.შ.); limestone scar გაშიშვლებული კირქვა;
⌇ scar tissue მედ. ნაწიბუროვანი / შეხორცებითი ქსოვილი (ჭრილობისა და ა.შ.).