Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

say II verb
[seɪ]
Print
(said)

1. 1) თქმა (ამბობს), ლაპარაკი; I did't believe a word she said მისი ნათქვამი არც ერთი სიტყვა არ დამიჯერებია; "Come here," – said he "აქ მოდით", – თქვა მან; "I will do it," – she said (resolutely) "მე ამას გავაკეთებ" – თქვა მან (მტკიცედ); he said it sharply [in a harsh voice] მან ეს მკვახედ [გაბრაზებული ტონით] თქვა; what does he say? რას ამბობს? he said (that) he was busy მან თქვა, რომ დაკავებული იყო / არ ეცალა; she said (that) she wanted to see me [to read this book] მან თქვა, რომ მას ჩემი ნახვა [ამ წიგნის წაკითხვა] სურს; I say (that) you must do it გეუბნები, რომ შენ ეს უნდა გააკეთო [იხ. აგრ. 3]; to say smth. to smb. ვინმესთვის რაიმეს თქმა; I have smth. to say to you რაღაც მაქვს შენთვის სათქმელი [იხ. აგრ. 3 და 7]; to say nothing ʘ არაფერი უთქვამს, ხმა არ ამოუღია; I have nothing to say არაფერი მაქვს სათქმელი [იხ. აგრ. 7]; I have nothing to say to him ა) არაფერი მაქვს მისთვის სათქმელი; ბ) მასთან ლაპარაკიც კი არ მინდა; სალაპარაკო მასთან არაფერი მაქვს; I shall say no more მეტს არაფერს ვიტყვი; say no more! ხმა! კრინტი! he didn't say a word მას სიტყვა არ დასცდენია / ხმა არ ამოუღია; to say to oneself გაფიქრება; to say smth. again რისამე გამეორება; say that again! კიდევ ერთხელ თქვით! გაიმეორეთ! to say what one knows [wants] იმის თქმა, რაც იცის [უნდა]; you have no right to say so! უფლება არ გაქვთ ასე ილაპარაკოთ! I'm glad to say სიხარულით მინდა ვთქვა; I'm sorry to say ... სამწუხაროდ ...; I must say უნდა გამოგიტყდე(თ), უნდა ვაღიარო; the news surprised me, I must say გამოგიტყდები(თ), ახალმა ამბებმა გამაკვირვა; I mean to say (that ...) იმის თქმა მსურს (რომ ...); you don't mean to say that ... ნუთუ იმის თქმა გსურთ, რომ ...; to say yes ა) "კი"- თქმა, თანხმობის მიცემა; to say yes to an invitation [to a proposal] მიწვევაზე [წინადადებაზე] დათანხმება; ბ) განცხადების, შეტყობინების დადასტურება, დამოწმება; to say no ა) "არა"- თქმა, უარის თქმა; to say no to an invitation [to a proposal] მიწვევაზე [წინადადებაზე] უარის თქმა; ბ) განცხადების, შეტყობინების უარყოფა; to say smb. nay თხოვნაზე უარის თქმა; to say thank you მადლობის თქმა / გადახდა; to say good morning (to smb.) (ვინმესთვის) "დილა მშვიდობის" სურვება; to say good night (to smb.) (ვინმესთვის) "ღამე მშვიდობის" სურვება, (ვინმესთან) გამომშვიდობება; to say goodbye დამშვიდობება;

2) გამოთქმა (გამოთქვამს), გადმოცემა; that was well said კარგად იყო გადმოცემული; I don't know how to say it არ ვიცი როგორ გამოვთქვა / გამოვხატო ეს; if I may say so თუ შეიძლება ასე ითქვას; he is, if I may say so, a fool ის, ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვისათვის, სულელია; her eyes said more than her words მისი თვალები სიტყვებზე უფრო მრავლისმთქმელი იყო;

2. (ჩვეულ. უპირო კონსტრუქციებსა და წინადადებებში) ʘ ამბობენ, იტყობინებიან (რომ, თითქოს); people / they / say (that) the experiment was successful ამბობენ / ხმები დადის, რომ ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა; it is said in the papers that the treaty was signed yesterday გაზეთებში იუწყებიან, რომ ხელშეკრულებას გუშინ მოეწერა ხელი; he is said to be / they say he is / a great singer ამბობენ, (რომ) ის გამოჩენილი მომღერალია; he is said to swim well ამბობენ, (რომ) ის კარგად ცურავს; it is generally said that ... ჩვეულებრივ ამბობენ / თვლიან, რომ ...;

3. აზრის გამოხატვა (გამოხატავს) / გამოთქმა; I would't say they were rich ჩემი აზრით ისინი მდიდრები არ არიან; it was said by Plato that ... პლატონი თვლიდა, რომ ...; what I say is ჩემი აზრით, ვფიქრობ; I say you must do it მიმაჩნია, რომ შენ ეს უნდა გააკეთო [იხ. აგრ. 1 1)]; and so say all of us ჩვენც იმავეს ვფიქრობთ; to say out / იშვ. away / აზრის გულახდილად გამოთქმა, გულის გადაშლა; I cannot / couldn't / say (whether he will come) არ ვიცი (მოვა თუ არა); I wish I could say when it will happen ნეტავ ვიცოდე, ეს როდის მოხდება; it is hard to say why [who it was] ძნელია იმის თქმა, თუ რატომ [თუ ვინ იყო]; there is no saying how all this will end ვინ იცის, ყოველივე ეს რით დასრულდება; I should say that he is right ვფიქრობ, რომ ის მართალია; is it expensive? – I should say not ძვირია? – არ ვიტყოდი [იხ. აგრ. ]; you wouldn't say by his look that ... მისი გარეგნობით ვერ იტყვი / ვერ იფიქრებ, რომ ...; to have smth. to say (to / about / smth.) ამა თუ იმ აზრის ქონა (რაიმესთან დაკავშირებით) [იხ. აგრ. 1 1) და 7]; what have you to say (to all this)? რას ფიქრობთ / რას იტყვით (ყოველივე ამასთან დაკავშირებით)? what did he say to that? რა თქვა / რას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით? what do you say to my proposal? რა აზრისა ხართ ჩემს წინადადებაზე? what do you say / what say you / to a trip to Rome? რას ფიქრობთ რომში გამგზავრებაზე? what do you say to a game of tennis? ჩოგბურთი ხომ არ გვეთამაშა?

say I say III

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0973