1. გადარჩენა (გადაარჩენს), ხსნა, შველა; she saved the children from drowning მან ბავშვები დახრჩობას გადაარჩინა; to save smb. [smb.'s life] ვისიმე [ვისიმე სიცოცხლის] გადარჩენა; to save smb. from danger ვისიმე საფრთხისგან გადარჩენა / ხსნა;
2. შეგროვება (˂შე˃აგროვებს); გადადება, შენახვა (ფულისა; აგრ. to save up); I′m saving up for a new car ახალი მანქანისათვის ვაგროვებ ფულს;
3. გადანახვა (˂გადა˃ინახავს); სამომავლოდ დატოვება; შე˂მო˃ნახვა; I′ll be home late so please save me some dinner სახლში გვიან მოვალ და სადილი შემინახეთ / დამიტოვეთ; to save against a rainy day ფულის შავი დღისთვის შენახვა / გადანახვა; if you get to the concert first, please save me a seat თუ კონცერტზე პირველი მიხვალ(თ), ადგილი შემინახე(თ) / დამიკავე(თ);
4. დაზოგვა (
˂და
˃ზოგავს), გამოზოგვა, მომჭირნედ ხარჯვა; we′ll save a lot of time if we go by car თუ მანქანით წავალთ, უამრავ დროს დავზოგავთ; he saved his strength for the end of the race ძალები რბოლის დასასრულისთვის გამოიზოგა;
5. უსიამოვნო / რთული რამის თავიდან აცილება (ააცილებს) / აცდენა; უსიამოვნო, რთული რამისგან დახსნა; thanks for sending that letter for me – it saved me a trip გმადლობთ წერილის გამოგზავნისათვის, ამან მე მგზავრობა თავიდან ამაცილა;
6. კომპ. ინფორმაციისა და მისთ. შენახვა (˂შე˃ინახავს) / ჩაწერა (მეხსიერებაში, დისკზე და ა.შ.); don′t forget to save before you close the file სანამ ფაილს დახურავთ, ინფორმაციის შენახვა არ დაგავიწყდეთ;
7. სპორტ. დარტყმის ან ბურთის / შაიბის მოგერიება (˂მო˃იგერიებს), (კარის) გაშვებული გოლისაგან გადარჩენა (ითქმის მეკარის შესახებ); he saved two goals in the last minute of the game თამაშის ბოლო წუთზე ორი დარტყმა მოიგერია / ორჯერ იხსნა კარი გაშვებული გოლისაგან;
◇ to save one's bacon / hide, neck, skin / საუბ. საკუთარი ტყავის გადარჩენა; he lied in the court to save his skin მან სასამართლოში ტყუილი თქვა, საკუთარი ტყავი რომ გადაერჩინა; to save the day / situation / მძიმე მდგომარეობიდან / სიტუაციიდან გამოსავლის მონახვა; to save (ones's) face ʘ სახელი არ გაიტეხა, ავტორიტეტი / ღირსება შეინარჩუნა; to save one's breath საუბ. საკუთარი დროის / ენერგიის და მისთ. დაზოგვა (უშედეგო / უაზრო საქმის კეთებისგან); I don't know why I speak to my daughter, I might as well save my breath არ ვიცი რა აზრი აქვს ჩემს ქალიშვილთან ლაპარაკს, სჯობს საკუთარი ნერვები დავზოგო.