1. 1) ცურვა (˂მი˃ცურავს, ˂და˃ცურავს) ითქმის გემის და მისთ. შესახებ; to sail against the wind ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით ცურვა; I stood at the window and watched the ships sailing by ფანჯარასთან ვიდექი და ვუყურებდი როგორ მიცურავდნენ გემები; to sail into harbour ნავსადგურში შესვლა (ითქმის გემის შესახებ); to sail the Pacific გემით წყნარ ოკეანეში ცურვა; to sail along the coast გემით ნაპირის გასწვრივ ცურვა; to sail in a south-westward direction გემით სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით ცურვა; to sail under false colours სხვისი დროშის ქვეშ ცურვა (ითქმის გემის შესახებ) [იხ. აგრ. ◇];
2) გემით და მისთ. გამგზავრება (გაემგზავრება), მოგზაურობა; to sail around the world გემით დედამიწის ირგვლივ მოგზაურობა;
3) გემის და მისთ. წაყვანა (წაიყვანს) / მართვა; to sail a boat between the rocks გემის კლდეებს შორის წაყვანა; our ship was sailed by a crew of eight ჩვენს გემს რვაკაციანი ეკიპაჟი მართავდა;
2. გემის გასვლა (გადის), გემით გამგზავრება; when do we sail როდის გავდივართ? როდის მივემგზავრებით? the boat sails at ten o'clock გემი ათ საათზე გადის; he sailed for France საფრანგეთში გემით გაემგზავრა;
3. 1) ნარნარით სიარული (დადის), სვლა; ლივლივი; Jane sailed into the room ჯეინი ოთახში შემოსრიალდა; an eagle sailed through the azure sky ლაჟვარდოვან ცაში არწივი დალივლივებდა;
2) სწრაფად მოძრაობა (მოძრაობს) ამა თუ იმ მიმართულებით; ჩაქროლება; the ball sailed over the fence ბურთმა ღობეს გადაუფრინა;
4. (into)
საუბ. შეტევა (
˂შე
˃უტევს), თავდასხმა (
სიტყვიერად ან ფიზიკურად);
◇ to sail close to the wind დიდ რისკზე წასვლა; ≅ ცეცხლთან თამაში; to sail through გამოცდის, ტესტის და ა.შ. იოლად / უპრობლემოდ ჩაბარება; to sail in the same boat ა) შეთანხმებულად მოქმედება; ბ) ʘ ერთ საქმეს ემსახურებიან, საერთო საქმით არიან დაკავშირებულნი; to sail one's own boat დამოუკიდებლად მოქმედება; to sail under false colours ა) ნამდვილი სახელის დამალვა, სხვისი გვარით ცხოვრება, სხვა ადამიანად თავის გასაღება; ბ) ჭეშმარიტი ჩანაფიქრის / განზრახვის დამალვა; თვალთმაქცობა [იხ. აგრ. 1 1)].