1. საფრთხისგან დაცული, უსაფრთხოებაში მყოფი; you are safe now ახლა აღარაფერი გემუქრებათ; to be safe from harm უსაფრთხოდ ყოფნა; to be [to feel] safe ʘ საფრთხე არ ემუქრება [თავს უსაფრთხოდ გრძნობს]; the crisis is over and the patient is now safe კრიზისმა ჩაიარა და ავადმყოფის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება; safe from outrage ხელყოფისაგან დაცული;
2. უსაფრთხო, უხიფათო; safe place უსაფრთხო ადგილი; we watched the explosion from a safe distance აფეთქებას უსაფრთხო მანძილიდან ვადევნებდით თვალს; to keep smth. safe რისამე უსაფრთხო ადგილას შენახვა; safe medicine [vaccine] უსაფრთხო მედიკამენტი [ვაქცინა]; safe drinking water დასალევად ვარგისი / სუფთა სასმელი წყალი; a safe investment არასარისკო კაპიტალდაბანდება; a safe bet სანაძლეო, რომლის მოგებაც გარანტირებულია [იხ. აგრ. ◇]; a criminal is safe behind bars გისოსებს მიღმა დამნაშავე საფრთხეს აღარ წარმოადგენს / ვერავის ავნებს;
3. უვნებელი, დაუზიანებელი, მშვიდობიანი, მშვიდობიანად დამთავრებული; safe arrival მშვიდობიანად / მშვიდობით ჩამოსვლა; to wish smb. a safe trip ვინმესთვის მშვიდობიანი მგზავრობის სურვება;
4. სანდო, საიმედო, ნდობის ღირსი; safe partner საიმედო პარტნიორი; the rope is not safe ეს თოკი არ არის საიმედო;
5. ფრთხილი, წინდახედული; safe driver ფრთხილი მძღოლი; safe policy ფრთხილი პოლიტიკა;
6. სწორი, სარწმუნო; a safe choice [assumption] სწორი არჩევანი [ვარაუდი]; a safe verdict მართებული / მტკიცებულებებზე დაფუძნებული ვერდიქტი;
7. სამხ. 1) ჩახმახი ფეხზე შეყენებული რომ არა აქვს; საკეტში ვაზნა რომ არა აქვს (ითქმის დატენილი იარაღის შესახებ);
2) არასაბრძოლო მდგომარეობაში მყოფი; უვნებელი (ითქმის ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ); to render safe გაუვნებლება, უვნებელყოფა (ნაღმისა და მისთ.); the bomb is now safe ბომბი ახლა უვნებელია / გაუვნებლებულია;
8. საუბ. ძალიან კარგი, მაგარი; he's safe მაგარი ვინმეა, მაგარი ტიპია;
9. შორისდ. მნიშვნ. რა კარგია! მაგარია!
◇ to be in safe hands საიმედო ხელში ყოფნა; as safe as houses ʘ სრულ უსაფრთხოებაში მყოფი, საფრთხისაგან სრულიად დაცული, სავსებით საიმედო; safe and sound, აგრ. safe and well უვნებელი, საღ-სალამათი, დაუზიანებელი; the missing children were found safe and sound დაკარგული ბავშვები უვნებელი და საღ-სალამათი იპოვეს; to be on the safe side ყოველი შემთხვევისათვის; I'd taken an umbrella, just to be on the safe side ყოველი შემთხვევისათვის ქოლგა წამოვიღე; to play (it) safe სიფრთხილის გამოჩენა; ფრთხილად / ყურადღებით ყოფნა; a safe bet საუბ. ნაღდი / საიმედო რამ; სწორი არჩევანი / გადაწყვეტილება [იხ. აგრ. 2]; a safe pair of hands სანდო / საიმედო ადამიანი (რომელსაც შეიძლება ანდო რთული სამუშაო); safe in the knowledge that ... სავსებით დარწმუნებული იმაში, რომ ...; it'safe to say / to assume / (that) დარწმუნებით / დანამდვილებით შეიძლება ითქვას (რომ); better safe than sorry ანდ. ≅ სიფრთხილეს თავი არ სტკივაო; თავს სინანული სჯობია ბოლოჟამ დანანებასა.