4. გარკვეული მიმართულებით გადაჭიმვა (გადაიჭი
მება; გადაჭიმავს), გადაშლა; the road runs parallel to the river მდინარეს პარალელურად გზა მიჰყვება; he ran a wire under the carpet ხალიჩის ქვეშ სადენი გადაჭიმა;
5. მართვა (მართავს), ხელმძღვანელობა, გაძღოლა; მოწყობა, ორგანიზება; to run a hotel რესტორნის მართვა / ხელმძღვანელობა; he has no idea how to run a business წარმოდგენა არ აქვს, როგორ უნდა აწარმოოს ბიზნესი; state-run industries სახელმწიფოს მიერ მართული მრეწველობის დარგები; the college runs summer courses for foreign students კოლეჯი აწყობს საზაფხულო კურსებს უცხოელი სტუდენტებისათვის;
6. 1) მუშაობა (მუშაობს), ფუნქციონირება (ითქმის მანქანის, მექანიზმის და ა.შ. შესახებ); this bus runs on diesel ეს ავტობუსი დიზელზე მუშაობს;
2) მოქმედებაში მოყვანა (მოიყვანს), ამუშავება, ამოქმედება (მანქანისა, მექანიზმისა და ა.შ.); could you run the engine for a moment? ერთი წუთით შეგიძლია ძრავა ჩართო / აამუშაო?
7. 1) ამა თუ იმ მარშრუტით / ხაზზე მოძრაობა (მოძრაობს) ითქმის ავტობუსის, მატარებლის და მისთ. შესახებ; buses run into town every halfhour ქალაქის მიმართულებით ავტობუსები ყოველ ნახევარ საათში გადის;
2) ამა თუ იმ მარშრუტით / ხაზზე გაშვება (გაუშვებს) ავტობუსისა, მატარებლისა და მისთ.; to run extra trains during the rush hour პიკის საათში დამატებითი მატარებლების გაშვება / დანიშვნა;
8. ფლობა (ფლობს) და წესრიგში / კარგ მდგომარეობაში ქონა (ავტომანქანისა);
9. 1) ʘ გარკვეული ვადით ძალაშია, მოქმედებს; the permit runs for three months წერილობითი ნებართვა ძალაშია სამი თვის განმავლობაში;
2) გარკვეული დროის მანძილზე უწყვეტად გაგრძელება (გრძელდება) / მიმდინარეობა; the course ran for two days სწავლებისკურსი ორ დღეს გაგრძელდა; the play ran for nearly two years in a London theatre ეს სპექტაკლი თითქმის ორი წელი იმართებოდა ლონდონის თეატრში;
10. 1) დინება (მიედინება), დენა; the river runs (down) to / into / the sea მდინარე ზღვაში ჩაედინება / ზღვას ერთვის; the tears ran down her cheeks ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ლოყებზე;
2) წყლით და ა.შ. დაფარვა (˂და˃ფარავს; ˂და˃იფარება); დაღვრა; water was running all over the bathroom floor წყალმა მთელი აბაზანა / აბაზანის იატაკი მთლიანად დატბორა; the bathroom floor was running with water აბაზანა / აბაზანის იატაკი წყლით იყო დატბორილი; his face was running with sweat სახე სულ მთლად გაოფლიანებული ჰქონდა, სახეზე ოფლი ღვარად ჩამოსდიოდა;
11. 1) სითხის გამოყოფა (გამოყოფს); ʘ სდის; she was weeping and her nose was running იგი ტიროდა და ცხვირიდან ცინგლი ჩამოსდიოდა; the smoke makes my eyes run კვამლი თვალებს მიცრემლიანებს; who left the tap running? ვინ დატოვა ონკანი ღია?
2) სითხის (საიდანმე) გამოშვება (˂გამო˃უშვებს), რაიმეში ჩასხმა; to run the hot tap ცხელი წყლის ონკანის მოშვება; she ran water into the bucket მან ვედროში წყალი ჩაუშვა / ჩაასხა; I'll run you a hot bath აბაზანას ცხელი წყლით გაგივსებ;
12. 1) ფერის დაკარგვა (˂და˃კარგავს) / გადასვლა (ითქმის ქსოვილის შესახებ); don't put that red shirt in the washing machine, it might run ნუ ჩადებთ იმ წითელ პერანგს სარეცხ მანქანაში, შესაძლოა ფერი გაუვიდეს;
2) გადასვლა (გადავა) ითქმის ფერის შესახებ;
13. გადნობა (˂გა˃დნება), დადნობა; ლხობა, ლღობა (ითქმის ცვილის, გაყინული პროდუქტის და ა.შ. შესახებ);
14. უპირატ. ამერ. არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობა (მონაწილეობს); ʘ კენჭს იყრის; to run for president ʘ პრეზიდენტად იყრის კენჭს, პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატია; he ran a second time in 2022 2022 წელს / 2022 წლის არჩევნებში მან მეორე ვადით იყარა კენჭი;
15. რისამე გამოქვეყნება (˂გამო˃აქვეყნებს; ˂გამო˃ქვეყნდება) / დაბეჭდვა (გაზეთში ან ჟურნალში), ტელევიზიით გადაცემა; the tabloid press ran the story ეს ამბავი ყვითელმა / ბულვარულმა პრესამ გამოაქვეყნა;
16. ცდის / ტესტირების ჩატარება (˂ჩა˃ატარებს), რისამე გამოცდა, შემოწმება; the doctors decided to run some more tests on the blood samples ექიმებმა სისხლის ნიმუშებზე დამატებითი ტესტების ჩატარება გადაწყვიტეს;
17. ტოფობის ადგილისაკენ მიგრირება (მიგრირებს) / სვლა (ითქმის თევზის შესახებ);
18. ამერ. თვალის წასვლა (წაუვა) / ჩავარდნა (ითქმის წინდის / ნაქსოვის შესახებ);
▭ to run across მოულოდნელად / შემთხვევით შეხვედრა (˂შე˃ხვდება) ან ნახვა / პოვნა; შეჩეხება; წაწყდომა;
to run after 1) უკან დადევნება (დაედევნება), გამოდევნება (დაჭერის მიზნით);
2) ʘ ვისიმე კეთილგანწყობილების მოპოვებას, ვინმესთან დაახლოებას და ა.შ. ცდილობს;
3) ʘ ვინმეს კუდში დასდევს, ეარშიყება, ცდილობს თავი შეაყვაროს; he finally became tired of running after her ბოლოს და ბოლოს მოჰბეზრდა ქალის კუდში დევნა;
to run away გაქცევა (გაიქცევა), გაპარვა (ციხიდან, სახლიდან და ა.შ.); he's run away from home იგი შინიდან გაიქცა / შეყვარებულთან ერთად გაიპარა;
to run down 1) გაჩერება (˂გა˃ჩერდება; ˂გა˃აჩერებს), მუშაობის (ნაწილობრივ) შეწყვეტა (სიმძლავრის დაკარგვის / დაკარგვინების გამო და ა.შ.); the battery has run down ბატარეა დაიცალა / დაჯდა;
2) ზომით, რიცხობრივად შემცირება (˂შე˃მცირდება; ˂შე˃ამცირებს); the company is running down its sales force კომპანია გაყიდვების განყოფილების შტატს ამცირებს;
3) ვინმეს, რაიმეს დაჯახება (˂და˃ეჯახება), დატაკება; დაჯახებით / დატაკებით ვისიმე, რისამე წაქცევა / მიწაზე დანარცხება (ითქმის ავტომანქანის ან მძღოლის შესახებ);
4) საუბ. ვისიმე. რისამე გაკრიტიკება (˂გა˃აკრიტიკებს) ხშირად უსამართლოდ; he's always running her down in front of other people იგი მას ყოველთვის სხვების წინაშე აკრიტიკებს;
to run into smb. ვინმესთან შემთხვევით შეხვედრა (˂შე˃ხვდება);
to run into smth. 1) რთულ / ცუდ მდგომარეობაში აღმოჩენა (აღმოჩნდება); to run into trouble გასაჭირში ჩავარდნა; be careful not to run into debt ფრთხილად იყავი, ვალებში არ ჩავარდე / გაება;
2) გარკვეული დონის / რაოდენობის მიღწევა (˂მი˃აღწევს); debts running into millions of dollars ვალები, რომლებიც მილიონობით დოლარს აღწევს; her income runs into six figures მისი შემოსავალი ექვსნიშნა რიცხვს აღწევს;
to run into smb., smth. ვინმეს, რაიმეს დაჯახება (˂და˃ეჯახება) / შეჯახება (ითქმის ავტომანქანის შესახებ); the bus went out of control and ran into a tree ავტობუსმა მართვა დაკარგა და ხეს შეეჯახა;
to run smth. into smb., smth. ვინმეს, რაიმეს დაჯახება (˂და˃აჯახებს) / შეჯახება (ითქმის ავტომანქანის ან მძღოლის შესახებ); the drunken driver ran his car into a tree ნასვამმა მძღოლმა მანქანა ხეს დააჯახა;
to run off 1) რისამე ასლის / პირის გადაღება (გადაიღებს) / დაბეჭდვა, პირგადაღებით გამრავლება; I'll run off a few more copies before the meeting კრების დაწყებამდე კიდევ რამდენიმე ეგზემპლარს დავბეჭდავ;
2) ʘ საიდანმე იღვრება, დის (ითქმის სითხის შესახებ);
to run off with smth. საუბ. რისამე მოპარვა (˂მო˃იპარავს) და გაქცევა; he ran off with all my money მთელი ფული მომპარა და გაიქცა;
to run out (of smth.) 1) (რისამე) მარაგის გამოლევა (˂გამო˃ილევა) / ამოწურვა; they ran out of money and had to abandon the project მათ ფული გამოელიათ და პროექტზე უარის თქმა მოუხდათ;
2) დასრულება (˂და˃სრულდება), ამოწურვა (ითქმის ვადის, დროის მონაკვეთის და ა.შ. შესახებ); my contract runs out in September ჩემ კონტრაქტს ვადა სექტემბერში ეწურება;
to run over ვინმეს, რაიმეს დაჯახება (˂და˃ეჯახება) / დატაკება და გადავლა (ითქმის ავტომანქანის ან მძღოლის შესახებ); the dog was run over by a bus as it crossed the road ძაღლი გზაზე გადარბენისას ავტობუსმა გაიტანა / გასრისა;
to run through smth. რისამე სწრაფად განხილვა (განიხილავს), გამეორება ან წაკითხვა; he ran through the names on the list მან სწრაფად წაიკითხა სიაში მოცემული სახელები;
◇ to be running at გარკვეული დონის მიღწევა, გარკვეულ დონეზე / მდგომარეობაში ყოფნა; inflation is running at 11 per cent ინფლაციამ 11 პროცენტს მიაღწია; to run for it საუბ. გაქცევა (ვინმესგან ან რაიმესგან თავის დაღწევის მიზნით); she struggled free and ran for her life მან თავი გაითავისუფლა და გაიქცა სიკვდილისაგან თავის დასაღწევად; run for it! გაიქეცი! თავს უშველე!