1. წესი; სავალდებულო ნორმა; პრინციპი, მეთოდი; rules of play თამაშის წესები; to obey a rule წესის დაცვა, წესს დამორჩილება; to break a rule წესის დარღვევა; you can't smoke at school, it's against the rules სკოლაში / სკოლის შენობაში მოწევა არ შეიძლება, შინაგანაწესის ნორმებს ეწინააღმდეგება; without unwritten rules civilized life would be impossible დაუწერელი წესების / კანონების გარეშე ცივილიზებულად ცხოვრება შეუძლებელი იქნებოდა; the rules of grammar გრამატიკის წესები; rule of three მათ. სამთა წესი (პროპორციის უცნობი წევრის პოვნის ხერხი);
2. წესი, დამკვიდრებული / სტანდარტული პირობა (ამა თუ იმ ვითარებაში მოქმედებისა); hard and fast rules მკაცრად დადგენილი / მკაცრი წესები; when you run a marathon, the golden rule is: don't start too fast მარათონში მონაწილეობის ოქროს წესია – არ დაიწყო სირბილი მეტისმეტად სწრაფად; rules of conduct ქცევის წესები / სტანდარტი;
3. ჩვეულება, წესი, რიგი; I go to bed early as a rule როგორც წესი / ჩვეულებისამებრ ადრე ვიძინებ; he makes it a rule never to borrow money წესად აქვს ფული არასოდეს ისესხოს; such accidents are the exception rather than the rule ასეთი შემთხვევები უფრო გამონაკლისია, ვიდრე ჩვეულებრივი მოვლენა;
4. მმართველობა; მართვა, ხელმძღვანელობა; direct rule პირდაპირი მმართველობა; under military rule სამხედრო მმართველობის ქვეშ; to extend one's rule საკუთარი მმართველობის გაფართოება; to overthrow smb.'s rule ვისი
მე მმართველობის დამხობა;
5. სახაზავი; scale rule მასშტაბური სახაზავი; slide rule ლოგარითმული სახაზავი;
6. პოლიგრ. სახაზი; შპონი;
◇ to bend / to stretch / the rules დადგენილი წესის / ნორმის დარღვევა / შეცვლა (გარკვეული სიტუაციისათვის ან პიროვნებისათვის მორგების მიზნით); we don't usually let students take books home, but I'll bend the rules on this occasion ჩვეულებრივ, სტუდენტებს წიგნებს შინ არ ვატანთ, მაგრამ ამ შემთხვევაში წესს გვერდს ავუვლი; a rule of thumb ა) ემპირიული წესი, ცდაზე / პრაქტიკულ მონაცემებზე და არა თეორიულ გამოთვლებზე დამყარებული მეთოდი; ბ) მიახლოებითი / უხეში გამოთვლის / შეფასების წესი; გ) (ამა თუ იმ საქმიანობის) წლების მანძილზე გამოცდილი მეთოდი, ფართოდ დამკვიდრებული წესი (რომლის ამ საქმიანობის ყველა შემთხვევაში გამოყენება გამართლებული არ არის); to work to rule სამუშაოს მეტისმეტად სკრუპულოზურად / წესების მკაცრი დაცვით შესრულება (წარმოების შეფერხების / პროდუქტიულობის შემცირების მიზნით – დამქირავებლის ან სამუშაო პირობების მიმართ პროტესტის ნიშნად).