1. რაუნდი, ეტაპი, ტური; the next round of peace talks სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდი; the final round of voting in the election არჩევნებში ხმის მიცემის უკანასკნელი ტური;
2. ვიზიტი, შემოვლა (როგორც სამსახურებრივი მოვალეობის შემადგენელი ნაწილი); the doctor is on his daily rounds ექიმი თავის ყოველდღიურ შემოვლაზეა; the night watchman makes his rounds every hour ღამის დარაჯი საათში ერთხელ აწარმოებს შემოვლას; to go / ამერ. to make / the round of ʘ უამრავი ადგილი შემოიარა / დაიარა (სამუშაოს ძებნაში და ა.შ.) [შდრ. აგრ. ◇];
3. ალკოჰოლიანი სასმლის პორცია (რომლითაც ჯგუფის წევრი უმასპინძლდება ყველა დანარჩენს); it's my round სასმლის ამ პორციაში ფულს მე ვიხდი;
4. სპორტ. 1) რაუნდი, ეტაპი; qualifying round საკვალიფიკაციო რაუნდი, შესარჩევი ეტაპი; to reach the next round შემდეგ / მომდევნო რაუნდში გასვლა;
2) რაუნდი (კრივი);
3) რაუნდი, სრული დისტანცია (გოლფი, რბოლა, დოღი და მისთ.);
5. სამხ. ვაზნა; ჭურვი; rounds of 5.56 ball 5,56 კალიბრის ვაზნები; rounds complete "ჭურვები გასროლილია" (კოდი);
6. = round steak;
7. : round of applause ტაშის გრიალი; the crowd gave him a huge round of applause ხალხმა მას მქუხარე ტაში დაუკრა;
8. მრგვალი ფორმის რამ; potatoes sliced into rounds მრგვლად დაჭრილი კარტოფილი;
9. წყება, რიგი, სერია; the daily round ყოველდღიური საქმიანობა; to do a paper [a milk] round კარდაკარ გაზეთის [რძის] ჩამოტარება / ჩამორიგება;
10. 1) პურის ერთი ნაჭერი; a round of toast ერთი ნაჭერი გახუხული პური;
2) : a round of sandwich(es) სენდვიჩი;
11. მუს. უსასრულო კანონი;
◇ to do [to go, ამერ. to make] the round(s) საუბ. ʘ ყველა ამაზე საუბრობს, ყველას პირზე აკერია (ითქმის ხუმრობის / ამბის შესახებ) [შდრ. აგრ. 2]; in the round ა) იმგვარად, ყოველი მხრიდან რომ ჩანს; მოცულობითად, სივრცულად; a sculpture in the round მოცულობითი ქანდაკება; an image in the round სივრცითი / სამგანზომილებიანი გამოსახულება; carved in the round მოცულობითად გამოკვეთილი; ბ) მთლიანად, სრულად; მთლიანობაში; to understand in the round რისამე მთლიანობაში აღქმა / გაგება; გ) ყოველი ან სამი მხრიდან გარშემორტყმული მაყურებლებით; a theatre [a stage] in the round წრიული თეატრი [სცენა]; to play in the round წრიულ სცენაზე თამაში / წარმოდგენა.