1. ფესვი, ძირი; tree roots ხის ფესვები; the roots of a flower ყვავილის ფესვები; to pull the plant up by the roots მცენარის ამოძირკვა / ფესვებიანად ამოგდება; to take / to strike / root ფესვის გადგმა, ფესვის მოკიდება, დაფესვიანება (ითქმის მცენარის შესახებ) [იხ. აგრ. ◇]; shallow roots ზედაპირული / არაღრმა ფესვები (მცენარისა);
2. ძირხვენა; გორგლი; ბოლქვი; edible roots სუფრის ძირხვენეული;
3. 1) ანატ. ფესვი, ძირი (ამა თუ იმ ორგანოს ქსოვილში / კანში ჩაზრდილი / ჩამჯდარი ნაწილი); the root of a tooth კბილის ფესვი; the root of a nail ფრჩხილის ძირი; the root of a hair თმის ძირი [შდრ. აგრ. 2)];
2) ძირი, საფუძველი, საყრდენი; the root of a hill მთის ძირი; her hair was fairer at the roots თმის ძირები უფრო ღია ფერის ჰქონდა [შდრ. აგრ. 1)];
4. pl ფესვები (
როგორც ადამიანის საკუთარ ოჯახთან / ეთნიკურ ან კულტურულ წარმომავლობასთან დამაკავშირებელი საშუალება); he is proud of his Italian roots ამაყობს იმით, რომ წარმომავლობით იტალიელია / იტალიური ფესვები აქვს; immigrants keeping in touch with their cultural roots იმიგრანტები, რომლებიც ინარჩუნებენ კავშირს თავიანთ კულტურულ ფესვებთან;
5. (ჩვეულ. the) სათავე, წყარო, მიზეზი; money is the root of all evil ფული ყოველგვარი ბოროტების წყაროა / სათავეა; to get to the root of the matter საქმის არსს ჩაწვდომა;
6. ბიბლ. შთამომავალი, შვილი;
7. გრამ. ძირი (სიტყვისა);
8. მათ. 1) ფესვი; square / second, მოძვ. quadrate / root კვადრატული ფესვი; cube / third / root კუბური ფესვი;
2) შემოკლ. = square root;
9. მუს. ძირითადი ტონი (აკორდისა);
⌇ root habit მეტყ. ფესვთა სისტემა; root sucker ბოტ. ფესვის ამონაყარი; root grafting ს.-მ. ფესვით / ფესვზე მყნობა; the root causes of the crime დანაშაულის ძირითადი / მთავარი მიზეზები;
◇ root and branch ზედმიწევნით, ძირფესვიანად; სრულიად, მთლიანად; to destroy smth. root and branch რისამე მთლიანად / ძირფესვიანად განადგურება; root and branch reforms ძირეული რეფორმები; to take / to strike / root ფართოდ გავრცელება, ფეხის მოკიდება (ითქმის იდეის, მეთოდის და ა.შ. შესახებ) [იხ. აგრ. 1]; fortunately, militarism failed to take root in Europe საბედნიეროდ მილიტარიზმმა ფეხი ვერ მოიკიდა ევროპაში; at root არსებითად, ძირითადად, სინამდვილეში; to be / to lie / at the root of smth. ʘ რაიმეს საფუძვლად უდევს; რისამე გამომწვევი მიზეზია; to put down roots ა) ფესვის გადგმა (ითქმის მცენარის შესახებ); ბ) ახალ ადგილას ფეხის მოკიდება, დასახლება; ახალ გარემოს / ადგილსამყოფელს შეგუება; to strike at the root(s) of smth. რაიმესთვის ძირის გამოთხრა, საფუძვლის შერყევა.