1. ფესვი, ძირი; tree roots ხის ფესვები; the roots of a flower ყვავილის ფესვები; to pull the plant up by the roots მცენარის ამოძირკვა / ფესვებიანად ამოგდება; to take / to strike / root ფესვის გადგმა, ფესვის მოკიდება, დაფესვიანება (ითქმის მცენარის შესახებ) [შდრ. აგრ. ◇];
2. ძირხვენა; გორგლი; ბოლქვი; edible roots სუფრის ძირხვენეული;
3. 1) ანატ. ფესვი, ძირი (ამა თუ იმ ორგანოს ქსოვილში / კანში ჩაზრდილი / ჩამჯდარი ნაწილი); the root of a tooth კბილის ფესვი; the root of a nail ფრჩხილის ძირი; the root of a hair თმის ძირი [შდრ. აგრ. 2)];
2) ძირი, საფუძველი, საყრდენი; the root of a hill მთის ძირი; her hair was fairer at the roots თმის ძირები უფრო ღია ფერის ჰქონდა [შდრ. აგრ. 1)];
4. pl ფესვები, როგორც ადამიანის საკუთარ ოჯახთან / ეთნიკურ
ან კულტურულ წარმომავლობასთან დამაკავშირებელი საშუალება; he is proud of his Italian roots ამაყობს იმით, რომ წარმომავლობით იტალიელია / იტალიური ფესვები აქვს; immigrants keeping in touch with their cultural roots იმიგრანტები, რომლებიც ინარჩუნებენ კავშირს თავიანთ კულტურულ ფესვებთან;
5. (ჩვეულ. the root) სათავე, წყარო, მიზეზი; money is the root of all evil ფული ყოველგვარი ბოროტების წყაროა / სათავეა; to get to the root of the matter საქმის არსს ჩაწვდომა;
6. ბიბლ. შთამომავალი, შვილი;
7. გრამ. ძირი (სიტყვისა);
8. მათ. ფესვი; square / second / root კვადრატული ფესვი; cube / third / root კუბური ფესვი;
9. მუს. ძირითადი ტონი (აკორდისა);
⌇ root vegetables ძირხვენა ბოსტნეული მცენარეები; root sign მათ. ფესვის / ფესვის ამოღების ნიშანი, რადიკალი; root habit მეტყ. ფესვთა სისტემა; root sucker ბოტ. ფესვის ამონაყარი; root grafting ს.-მ. ფესვით / ფესვზე მყნობა; the root causes of the crime დანაშაულის ძირითადი / მთავარი მიზეზები;
◇ root and branch ზედმიწევნით, ძირფესვიანად; სრულიად, მთლიანად; to destroy smth. root and branch რისამე მთლიანად / ძირფესვიანად განადგურება; root and branch reforms ძირეული რეფორმები; to take root ფართოდ გავრცელება, ფეხის მოკიდება (ითქმის იდეის, მეთოდის და ა.შ. შესახებ) [შდრ. აგრ. 1]; fortunately, militarism failed to take root in Europe საბედნიეროდ მილიტარიზმმა ფეხი ვერ მოიკიდა ევროპაში.