4. ერთ ადგილზე გორვა (აგორებს; გორავს), ბრუნვა, ტრიალი; to roll in the mud ტალახში გორაობა; he rolled his eyes strangely თვალებს უცნაურად ატრიალებდა;
5. (აგრ. up) 1) (into) დახვევა (˂და˃ახვევს; ˂და˃იხვევა); დაგრაგნა; დაგორგვლა; I rolled the string into a ball ძაფი გორგლად დავახვიე / დავგორგლე; roll the dough into small balls ცომი პატარა გორგოლებად დაამრგვალეთ; we rolled up the carpet ხალიჩა დავახვიეთ; to roll a cigarette პაპიროსის შეხვევა / გახვევა; the hedgehog rolled up into a ball ზღარბი შეიკუმშა და დამრგვალდა;
2) აკეცვა (აკეცავს, აიკეცავს), აკაპიწება (სახელოებისა და ა.შ.); to roll up trouser legs შარვლის ტოტების აკეცვა; roll up your sleeves დაიკაპიწეთ სახელოები [შდრ. აგრ. ◇];
6. 1) გახვევა (˂გა˃ახვევს), შეხვევა; to roll smth. in a piece of paper რისამე ქაღალდში გახვევა;
2) : to roll oneself in a blanket [in a rug] საბანში [პლედში] გახვევა (˂გა˃ეხვევა);
7. (აგრ. out) გაბრტყელება (˂გა˃აბრტყელებს); roll the pastry on a floured surface გააბრტყელეთ ცომი ფქვილმოყრილ ზედაპირზე;
8. რწევა (არწევს; ირწევა), ქანაობა, აქეთ-იქით მოძრაობა; he walked with a rolling gait ბარბაცით მიდიოდა; the ship was rolling heavily to and fro გემი მძიმედ ირწეოდა აქეთ-იქეთ;
9. 1) დინება (მიედინება) ითქმის წყლის შესახებ; the river rolled on მდინარე მდორედ მიედინებოდა;
2) ჩამოწოლა (ჩამოწვება), დაბურვა (ითქმის ნისლის, ღრუბლების შესახებ); the fog rolled across the fields ნისლი მდელოზე ჩამოწვა;
3) ბოლქვებად ასვლა (ავა) ითქმის კვამლის შესახებ;
10. ʘ ბორცვიანია, უსწორმასწოროა (ითქმის ადგილის შესახებ); the plain stretched rolling to the west დასავლეთისკენ ბორცვიანი ვაკე იყო გადაჭიმული;
11. 1) გრუხუნი (გრუხუნებს), გუგუნი, გრიალი; the thunder rolled heavily გაისმა ძლიერი ჭექა-ქუხილი; the drums rolled გაისმა დოლის ხმა;
2) ბგერების ხმამაღლა / გრასირებით წარმოთქმა (წარმოთქვამს); to roll one's r's ბგერა "რ"-ს ვიბრირებით წარმოთქმა;
3) თავისუფლად / ძალდაუტანებლად ჩამოთვლა (ჩამოთვლის);
12. ამერ. საუბ. გაძარცვა (გაძარცვავს), გაქურდვა (მთვრალი ან მძინარე ადამიანისა);
13. ტექ. გლინვა (გლინავს), გაგლინვა (ლითონისა); ვალცვა, (გა)ბრტყელება;
14. სპეც. ʘ მუშაობს; ჩაირთო (ითქმის მოწყობილობის შესახებ); the cameras started to roll კამერები ჩაირთო, კამერებმა გადაღება დაიწყეს;
▭ to roll along ქროლა (მიქრის) მანქანით, მატარებლით და ა.შ.; he rolled along in his car თავისი მანქანით ჩაიქროლა;
to roll away 1) გადაგორება (˂გადა˃აგორებს; ˂გადა˃გორდება);
2) გაფანტვა (˂გა˃იფანტება) ითქმის ნისლის შესახებ;
to roll back 1) ამერ. საბაზრო ფასების და მისთ. წინა ნიშნულამდე შემცირება (˂შე˃ამცირებს) / დაყვანა;
2) რისამე მნიშვნელობის / როლის შესუსტება (˂შე˃ასუსტებს); პროგრესის შეჩერება; უწინდელ მდგომარეობას დაბრუნება;
3) რისამე შეჩერება (˂შე˃აჩერებს), შეკავება; გაუქმება;
4) უკუგდება (უკუაგდებს), უკან დახევინება (მოწინააღმდეგისა და ა.შ.);
5) : to roll back the years წარსულის გახსენება (˂გა˃ახსენებს), წარსულში დაბრუნება;
to roll by 1) მანქანით ჩავლა (ჩაივლის);
2) დროის გასვლა (გავა); I get more homesick as the months rolled by რაც დრო გადის უფრო და უფრო მენატრება ჩემი სახლი; the years rolled by წლები გადიოდა;
to roll down 1) ჩამოშვება (ჩამოუშვებს), ჩამოწევა (ავტომობილის ფანჯრისა, შტორისა და ა.შ.); to roll down a car window მანქანის ფანჯრის ჩამოშვება;
2) ჩამოშვება (ჩამოუშვებს); გაშლა (აკეცილი სახელოსი, შარვლის ტოტისა და ა.შ.);
to roll in საუბ. დიდი რაოდენობით მოსვლა (მოვა); offers of help are still rolling in დახმარების ხელს ყოველი მხრიდან გვიწვდიან;
to roll out 1) გაბრტყელება (˂გა˃აბრტყელებს); to roll out pastry ცომის გაბრტყელება;
2) პირველად შემოღება (შემოიღებს), დანერგვა, გამოშვება (ახალი პროდუქტისა, მომსახურებისა);
3) პირველად ჩვენება (აჩვენებს, უჩვენებს) ახალი საფრენი აპარატისა;
4) გაშლა (გაშლის) დახვეულისა, დაგრაგნილისა;
5) ამერ. საუბ. საწოლიდან ადგომა (ადგება);
6) გარეთ გამოგორება (˂გამო˃აგორებს);
to roll over 1) ერთი გვერდიდან მეორეზე გადაბრუნება (˂გადა˃ბრუნდება); to roll over in bed ლოგინში გადაბრუნება / მეორე გვერდზე გადაწოლა;
2) განსაკ. ამერ. გადატრიალება (˂გადა˃ტრიალდება), ამოტრიალება (ავტომობილისა ავარიის დროს);
3) საუბ. დანებება (˂და˃ნებდება), ფარ-ხმლის დაყრა, წინააღმდეგობაზე ხელის აღება;
4) საუბ. ვისიმე იოლად დამარცხება (˂და˃ამარცხებს);
to roll up 1) საუბ. მოსვლა (მოვა), გამოცხადება (განსაკ. გვიან); he finally rolled up two hours late როგორც იქნა, ორი საათის დაგვიანებით მოვიდა;
2) სამხ. ფლანგიდან შეტევა (˂შე˃უტევს); ფლანგიდან დარტყმით მოწინააღმდეგის თავდაცვითი ხაზების შემუსვრა; ფლანგის შემუსვრა / განადგურება; once we had gained a foothold on the position, we were able to roll it up from the right რაკიღა პოზიციაზე ფეხი მოვიკიდეთ, ახლა უკვე შეგვეძლო მისთვის მარჯვენა ფლანგიდან დაგვერტყა და გაგვენადგურებინა;
3) აწევა (ასწევს) ავტომობილის ფანჯრისა, შტორისა და ა.შ.;
4) = 5 1) და 2);
5) დახვევა (˂და˃ახვევს; ˂და˃იხვევა); დაგრაგნა; დაგორგვლა;
6) დაგროვება (˂და˃აგროვებს); შეგროვება;
7) : roll up, roll up! მოდით! მობრძანდით! მოგროვდით! (გამვლელების მიპატიჟება ამა თუ იმ სანახაობაზე დასასწრებად / რაიმეში მონაწილეობის მისაღებად);
◇ to be rolling in money / in it / საუბ. ბევრი ფულის ქონა; ʘ ფული თავზე საყრელად / ჩეჩქივით აქვს; (all) rolled into one შეთავსებული, კომბინირებული; to roll one's own საუბ. პაპიროსის შეხვევა / გახვევა; to roll up one's sleeves საჩხუბრად გამზადება [შდრ. აგრ. 5 2)]; to roll with the punches ა) სპორტ. ჩაბუქვნით და თავის გვერდზე გაწევით დარტყმების თავიდან აცილება (კრივი); ბ) რთული ვითარებიდან თავის დახსნის ცდა; რთულ გარემოებებთან შეგუება, რთულ გარემოებებს მორგება; to get smth. rolling რისამე წარმატებით წამოწყება / დაწყება; to be rolling in the aisles თეატრ. ʘ მაყურებლის სიცილით დახოცვა; to be ready to roll საუბ. მზადყოფნა რისამე დასაწყებად; let's roll საუბ. მოდი, სადმე წავიდეთ! / რამე ვქნათ!