1. რულონის / ცილინდრის / მილის სახით დახვეული რამ; რულონი; გრაგნილი; a roll of wallpaper შპალერის რულონი; a roll of paper ქაღალდის რულონი / გრაგნილი; a roll of carpet დახვეული ხალიჩა; a roll of film კოჭა დახვეული ფოტოფირით; ბობინა დახვეული კინოფირით; a roll of toilet paper, a toilet (paper) roll ტუალეტის ქაღალდის რულონი;
2. ფუნთუშა, კვერი (აგრ. a roll of bread); a roll and butter კარაქიანი ფუნთუშა; a cheese roll ყველიანი ღვეზელი;
3. გორვა, ბრუნვა, ტრიალი; გაგორება; a roll on the grass ბალახზე გორვა / გორაობა; everything depended on one roll of the dice ყველაფერი კამათლის ერთ გაგორებაზე იყო დამოკიდებული; a forward [a backward] roll სპორტ. მალაყი წინ [უკან] (ტანვარჯიში);
4. 1)
სახელობითი სია; the electoral roll საარჩევნო სია; to call / to take / the roll სიის ამოკითხვა / წაკითხვა; to be on the roll სიაში ყოფნა [
შდრ. აგრ. ◇];
2) ადვოკატების ოფიციალური სია; to strike smb. off the roll ადვოკატისთვის / სოლისიტორისთვის პრაქტიკის უფლების ჩამორთმევა (ადვოკატთა სიიდან ამოღების გზით);
3) ოქმი (სამართალწარმოებისას);
4) სიაში მითითებულ პირთა საერთო რაოდენობა;
5. გრუხუნი, გუგუნი, გრიალი; the distant roll of thunder შორეული / შორიდან მოღწეული ჭექა-ქუხილის ხმა; a drum roll დოლის ხმა, დოლის რაკარუკი;
6. სპეც. დაგვერდება, გვერდული / განივი დახრა; გვერდული / განივი რყევა / რწევა (გემისა, თვითმფრინავისა და ა.შ.); the slow roll of a ship გემის ნელი რწევა;
7. ავ. კასრი (უმაღლესი პილოტაჟის ფიგურა; აგრ. barrel roll);
8. ტექ. გლინი, ლილვი, ცილინდრი (საგლინავი დგანისა და მისთ.);
9. ამერ., ავსტრალ. ფული; დახვეული ბანკნოტების შეკვრა; big roll დიდი ფული;
10. საუბ. ქონის ნაკეცი სხეულზე (ჩვეულ. მუცელზე);
11. უსწორმასწორო / ტალღოვანი ზედაპირი; the field had a slight roll მინდორი მთლად სწორი არ იყო;
◇ to be on a roll წარმატების წარმატებაზე მოპოვება [შდრ. აგრ. 4 1)]; a roll in the hay / in the sack / საუბ. სქესობრივი კავშირი; Master of the Rolls სასამართლოს არქივების უფროსი; the Rolls ისტ. სასამართლოს არქივი პარკ-ლეინზე.