1. კლდე, ფრიალო; the Rock of Gibraltar, ხშ. ელიპს. the Rock გიბრალტარის კლდე; jagged rocks დაკბილული კლდეები; the steamer was wrecked on a rock გემი კლდეს შეეჯახა და დაიმსხვრა; the boat crashed into a rock and sank ნავი კლდეს მიენარცხა და ჩაიძირა;
2. ლოდი; rocks had rolled down the hillside and blocked the road გორაკის ფერდობზე ლოდები ჩამოგორებულიყო და გზა ჩაეხერგა;
3. ამერ. ქვა; protesters pelted the soldiers with rocks საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ჯარისკაცებს ქვები დაუშინეს;
4. გეოლ. ქანი; sedimentary [metamorphic, volcanic] rock დანალექი [მეტამორფოზული, ვულკანური] ქანი; oil-bearing rocks ნავთობიანი ქანები;
5. ერთგვარი შაქარყინული;
6. ჩვეულ. pl ამერ. საუბ. 1) ძვირფასი ქვა, პატიოსანი თვალი, განსაკ. ბრილიანტი;
2) ფული;
7. ამერ. სლ. = crack cocaine [იხ. crack I 7];
8. სალი კლდე, დასაყრდენი; and I tell you that you are Peter, and on this rock I will build my church ბიბლ. და მე გეუბნები: შენა ხარ კლდე, და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას; he is my rock ის კლდესავით მიდგას გვერდში; ის დიდი დასაყრდენია ჩემთვის;
◇ on the rocks ა) პრობლემების მქონე, წარუმატებლობა / კრახი რომ ელის (ითქმის ბიზნესის, ქორწინების და ა.შ. შესახებ); her marriage is on the rocks მის ქორწინებას კრახი ემუქრება; ბ) ყინულიანი (ითქმის სასმლის შესახებ); Scotch on the rocks შოტლანდიური ვისკი ყინულით.