1. 1) ღრიალი (ღრიალებს), ბრდღვინვა; we heard a lion roar ლომის ღრიალი / ბრდღვინვა შემოგვესმა;
2) გუგუნი (გუგუნებს), გრუხუნი; the engine roared to life ძრავა გრუხუნით ამუშავდა; the fire roared up the chimney საკვამურ მილში ცეცხლი გუგუნებდა;
2. ხარხარი (ხარხარებს), ხორხოცი; he looked so funny, we all roared ისე სასაცილოდ გამოიყურებოდა, ყველანი ვხარხარებდით; to roar with laughter ხმამაღლა ხარხარი;
3. ხმამაღლა წამოყვირება (˂წამო˃იყვირებს), დაყვირება; ღრიალი; the spectators roared themselves hoarse მაყურებლებმა ხმის ჩახლეჩამდე იყვირეს; "get out of my way!" – he roared "გზიდან ჩამომეცალე!" – დაიღრიალა მან; to roar with pain ტკივილისაგან აღრიალება;
4. (along, down, past) გრუხუნით / გუგუნით / ხმაურით სვლა (მიდის)
ამა თუ იმ მიმართულებით; a huge motorcycle roared past us ვეებერთელა მოტოციკლმა გრუხუნით ჩაგვიარა;
5. ვეტ. მძიმედ ხმამაღლა სუნთქვა (სუნთქავს) ითქმის ქუშით დაავადებული ცხენის შესახებ;
▭ to roar back 1) სპორტ. თამაშის შემოტრიალება (შემოატრიალებს), ანგარიშში ჩამორჩენის შემდეგ გამარჯვება; სატურნირო ცხრილში ლიდერობის დაბრუნება;
2) დაბრუნება (˂და˃ბრუნდება) ხანგრძლივი არყოფნის შემდეგ;
to roar on შეძახილებით გამხნევება (˂გა˃ამხნევებს).