1. 1) მწიფე, დამწიფებული, შემოსული (ითქმის ხილის, მარცვლის და მისთ. შესახებ); ripe bananas მწიფე ბანანები; a field of ripe corn, a ripe cornfield შემოსული ყანა;
2) დავარგებული, დამწიფებული, საჭმელად ან დასალევად საუკეთესო კონდიციამდე მისული (ითქმის ღვინის, ყველის და ა.შ. შესახებ); ripe wine დავარგებული / დამწიფებული ღვინო;
2. ამა თუ იმ მოქმედებისათვის მზადმყოფი, მომწიფებული; ამა თუ იმ მოქმედებისათვის ხელსაყრელი, შესაფერისი; the country is ripe for change ქვეყანა მზად არის ცვლილებებისათვის / გარდაქმნისათვის; the time is ripe for investing in new technology ახალ ტექნოლოგიებში ფულის დაბანდების / ინვესტირების დრო მომწიფდა; an opportunity ripe to be seized რეალური შესაძლებლობა; ripe for action მზადაა სამოქმედოდ; ripe for treatment გადაუდებელი მკურნალობა რომ სჭირდება;
3. მომწიფებული, სრულად განვითარებული; ripe scholar ჩამოყალიბებული მეცნიერი; ripe judgement დახვეწილი მსჯელობა; ripe beauty სრულყოფილი სილამაზე; persons of ripe years ზრდასრულები, მოწიფული ასაკის ადამიანები;
4. მძაფრი, მკვეთრი (
ითქმის სუნის ან გემოს შესახებ);
5. ზოოლ., ენტ. ქვირითიანი, კვერცხებიანი, ქვირითის დასაყრელად / კვერცხების დასადებად მომწიფებული (ითქმის თევზის, მწერის და ა.შ. შესახებ);
6. საუბ. უხამსი, უწმაწური, ვულგარული (ითქმის ენის შესახებ);
◇ ripe with ამა თუ იმ გრძნობით სავსე, მოცული, შეპყრობილი; a population ripe with discontent უკმაყოფილებით აღსავსე მოსახლეობა; to live to a ripe old age ღრმა მოხუცებულობამდე ცხოვრება.