(
rode;
ridden)
1. 1) ცხენით და მისთ. სვლა (მიდის, დადის), ცხენზე და მისთ. ჯდომა; ცხენის და მისთ. ჭენება, ტარება; the general rode into the defeated city on a white horse გენერალი თეთრ ცხენზე ამხედრებული შევიდა დამარცხებულ ქალაქში; she had never ridden a horse before მანამდე იგი ცხენზე არასოდეს მჯდარიყო;
2) ცხენის სატარებლად / ცხენით სასეირნოდ ან ცხენოსნობაზე სიარული (დადის); to go riding [იხ. riding¹ 1];
3) დოღში, რბოლაში და მისთ. მონაწილეობა (მონაწილეობს); he's ridden six winners so far this year წელს მას ჯერჯერობით ექვსი დოღი აქვს მოგებული; to ride a race რბოლაში მონაწილეობის მიღება; to ride a good race ʘ კარგად იასპარეზა (დოღში, რბოლაში);
2. მოტოციკლით, ველოსიპედით და მისთ. სიარული (დადის), გადაადგილება; მოტოციკლის, ველოსიპედის და მისთ. ტარება, მართვა; the boys were riding their bikes around the streets ბიჭები ქუჩებში დააქროლებდნენ თავიანთ ველოსიპედებს;
3. 1) მანქანით, მატარებლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით მგზავრობა (მგზავრობს), მანქანაში, მატარებელში და მისთ. ჯდომა; to ride in a bus ავტობუსით მგზავრობა; I walked back while the others rode in the car მე ფეხით დავბრუნდი / გამოვისეირნე უკან, სხვები კი მანქანით წამოვიდნენ; the infantry were riding on tanks ქვეითები ტანკებზე ისხდნენ / ტანკებზე შემომსხდარნი მგზავრობდნენ;
2) კარუსელზე და მისთ. ჯდომა (ზის); to ride on the Ferris wheel "ეშმაკის ბორბალზე" ჯდომა;
3) : to ride on smb.'s shoulders / back / ვისიმე მხრებზე / ზურგზე ჯდომა (ზის);
4) უპირატ. ამერ. ლიფტით მგზავრობა (მგზავრობს); I rode down to the first floor ლიფტით პირველ სართულზე დავეშვი; to ride the elevator (up) to the fourth floor ლიფტით მეოთხე სართულზე ასვლა;
4. 1)
საუბ. მანქანით და მისთ. (სადმე) მიყვანა (მიიყვანს), გაყვანა; the taxi rode them to the hotel ტაქსიმ ისინი სასტუმროში მიიყვანა;
2) სამხრ.-აფრ. ტვირთის გადაზიდვა (გადაზიდავს), ტრანსპორტირება;
5. ცურვა (მიცურავს); ʘ ცურვით მიდის / მოძრაობს (წყალში, ჰაერში); the ship rides (over / on /) the waves გემი ზღვის ტალღებს მიუყვება / ზღვის ტალღებზე მისრიალებს; the moon was riding high in the sky მაღლა ცაში მთვარე მიცურავდა; surfers were riding the waves სერფერები ტალღებზე მისრიალებდნენ; he rides on the wave of popularity ხატოვნ. წარმატების ტალღაზეა მოქცეული;
6. ამა თუ იმგვარად მოძრაობა (მოძრაობს), ʘ მიგორავს (ითქმის მანქანის, ეტლის და მისთ. შესახებ); the car rides smoothly [well] მანქანა თანაბრად [რბილად] მოძრაობს, მანქანას თანაბარი [რბილი] სვლა აქვს; the cart rides hard ურემი ნჯღრევით / ჯაყჯაყით დადის;
7. ტარება (ატარებს); ქანაობა; to ride a child on one's foot ბავშვის ფეხზე რწევა / ქანაობა; to ride a child home on one's shoulders ბავშვის სახლში მხრებზე შესმული წაყვანა;
8. მოცვა (მოიცავს), შეპყრობა, დაუფლება; nightmares ride the sleeper მძინარეს კოშმარები იპყრობს ხოლმე; ridden by doubt [by fears] ეჭვით [შიშით] შეპყრობილი / მოცული; ridden by superstitions ცრურწმენებით შეპყრობილი;
9. ზღვ. 1) ღუზაზე დადგომა (˂და˃დგება), ღუზის ჩაშვება (ითქმის გემის შესახებ; აგრ. to ride at anchor); the ship was riding close to shore გემი ნაპირის სიახლოვეს იდგა, გემს ნაპირთან ჰქონდა ღუზა ჩაშვებული;
2) გემის ღუზაზე დაყენება (˂და˃აყენებს);
10. ამერ. საუბ. ვისიმე მომაბეზრებლად / გამაღიზიანებლად გაკიცხვა (˂გა˃კიცხავს) / გაკილვა ან დაცინვა / გამასხარავება; why is everybody riding me today? ყველა მე რატომ მაკრიტიკებს / მაჯავრებს დღეს?
11. (at) 1) ʘ საითკენმე მიემართება; to ride at the enemy ʘ მოწინააღმდეგისკენ გასწია / გაექანა;
2) საითკენმე მიშვება (მიუშვებს), მიმართვა; to ride one's horse at a fence ʘ ცხენი ღობისკენ გააქანა;
12. დინებაზე მიშვება (მიუშვებს), არჩარევა; to let it ride რაიმეზე თვალის დახუჭვა, რისამე იგნორირება;
13. ამერ. იმპროვიზაციით შესრულება (˂შე˃ასრულებს), იმპროვიზება (ჯაზში);
▭ to ride again მოულოდნელად ხელახლა გამოჩენა (გამოჩნდება);
to ride down 1) ცხენიდან ჩამოსვლა (ჩამოვა), ჩამოქვეითება;
2) ლიფტით, ესკალატორით ჩამოსვლა (ჩამოვა), ძირს დაშვება;
3) ცხენით დაწევა (დაეწევა);
4) ცხენიდან ჩამოგდება (ჩამოაგდებს);
5) ცხენით გატანა (გაიტანს), გადავლა, ცხენის ქვეშ მოყოლა;
6) ცხენისთვის ქანცის გაწყვეტა (გაუწყვეტს), სიქის გაცლა; to ride down a horse ცხენისთვის ჭენებით ქანცის გაწყვეტა;
to ride off გამგზავრება (გაემგზავრება), წასვლა (არაქვეითად);
2) ვისიმე ყურადღების ძირითადი თემიდან სხვა რამეზე გადატანა (გადაიტანს) / სხვა მხარეს წარმართვა;
to ride on 1) ʘ რაიმეზეა დამოკიდებული; my whole future is riding on this interview მთელი ჩემი მომავალი ამ ინტერვიუზეა დამოკიდებული;
2) ფულის დადება (დადებს) / ჩამოსვლა (ვისიმე ან რისამე სასარგებლოდ);
to ride out 1) რისამე გაძლება (˂გა˃ძლებს, ˂გა˃უძლებს), გადატანა, რთული სიტუაციიდან და მისთ. გამოსვლა, გადარჩენა; to ride out a recession რეცესიის / ეკონომიკური დაქვეითების პერიოდის დაძლევა;
2) : to ride out a storm / a gale / ზღვ. ქარიშხლის / შტორმის განმავლობაში ღუზაზე დგომა (დგას);
3) გასეირნება (˂გა˃ისეირნებს) ცხენით, ველოსიპედით და ა.შ.;
to ride up ზევით / ზევითკენ აწევა (აიწევა) / ასვლა (ითქმის ტანსაცმლის შესახებ); this skirt always rides up when I am sitting down ეს ქვედაბოლო ყოველთვის ზევით იწევა, როცა ვზივარ;
◇ to be riding for a fall საუბ. საკუთარი თავის საზიანოდ / უგუნურად მოქმედება; she spends far more than she earns and is riding for a fall ის თავს იღუპავს, რადგან იმაზე მეტ ფულს ხარჯავს, ვიდრე გამოიმუშავებს; to ride the clutch ავტ. გადაბმულობის პედალზე ნაწილობრივ მიჭერილი ფეხით მოძრაობა; to ride herd on ამერ. თვალყურის დევნება; გაკონტროლება; to be riding high ა) ʘ თავდაჯერებულია; ქედმაღალია; they were still riding high after their election victory ისინი არჩევნებში გამარჯვების შემდეგაც თავდაჯერებულად გრძნობდნენ თავს; ბ) ʘ წარმატებულია; now that he's managing director, he's really riding high ის ნამდვილად წარმატებული ადამიანია ახლა, როდესაც კომპანიას მართავს / კომპანიის გენერალური დირექტორია; to ride the pine / bench / ამერ. საუბ. სათადარიგო შემადგენლობაში ყოფნა, სათადარიგოთა "სკამის ხეხვა" (განსაკ. ბეისბოლი); to ride the rods / rails / კანად. საუბ. სატვირთო მატარებელზე მალულად მგზავრობა; to ride roughshod over იხ. roughshod ◇; to ride shotgun ამერ. საუბ. ა) მძღოლის გვერდით ჯდომა / მგზავრობა; ბ) უსაფრთხოების დაცვის მიზნით გაყოლა; to ride to hounds ძაღლებით ფეხდაფეხ ნადირობა.