1. 1) (რისამე) საპირისპიროთი / სავსებით შეცვლა (˂შე˃ცვლის; ˂შე˃იცვლება); the government has failed to reverse the economic decline მთავრობამ ვერ შეძლო ეკონომიკური ვარდნის შეჩერება; to reverse a policy პოლიტიკის რადიკალურად შეცვლა;
2) რისამე შებრუნება (˂შე˃აბრუნებს; ˂შე˃ბრუნდება), შეტრიალება; საპირისპირო მხარეს მიმართვა; he took the chair, reversed it, and drew it towards the fire მან სკამი აიღო, შეატრიალა და ბუხრისკენ მისწია; let's reverse the order – I'll give the first talk and you the second მოდი, თანმიმდევრობა შევცვალოთ – მე პირველი გამოვალ სიტყვით, შენ კი – მეორე;
2. ფუნქციების, პოზიციების და ა.შ. გაცვლა (˂გა˃ცვლის, ˂გა˃უცვლის); it felt as if we had reversed our roles of parent and child ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მშობლის და შვილის როლები გავცვალეთ;
3. იურ. გაუქმება (˂გა˃აუქმებს), ანულირება (წინა გადაწყვეტილებისა, კანონისა და ა.შ.); to reverse a judgement / a sentence / სასამართლო გადაწყვეტილების / განაჩენის გაუქმება (უმაღლეს ინსტანციაში და მისთ.); the appeal court reversed the original verdict and set the prisoner free სააპელაციო სასამართლომ გააუქმა / შეცვალა თავდაპირველი ვერდიქტი და პატიმარი გაათავისუფლა;
4. ტექ. 1) უკუსვლით მოძრაობა (მოძრაობს) / სვლა / ბრუნვა (
ითქმის ავტომანქანის, ძრავას და მისთ. შესახებ); the tank reversed into a barn ტანკი უკუსვლით შევიდა გარაჟში / სადგომში; caution! This truck is reversing ფრთხილად! ეს სატვირთო მანქანა უკუსვლით მოდის;
2) უკუსვლითი მოძრაობის მინიჭება (˂მი˃ანიჭებს), რევერსირება; ავტომანქანის და მისთ. უკუსვლით ტარება / წაყვანა; now reverse the car ახლა მანქანა უკუსვლით წაიყვანე;
5. : to reverse (the) charges სატელეფონო საუბრის საფასურის გადატანა (გადაიტანს) ზარის მიმღებ აბონენტზე;
6. (აგრ. oneself) კამათისას პოზიციის და ა.შ. შეცვლა (˂შე˃ცვლის, ˂შე˃იცვლის); suddenly, he reversed himself completely მოულოდნელად, მან სრულიად შეიცვალა პოზიცია;
7. ელექტრ. პოლუსების / პოლარულობის შეცვლა (˂შე˃ცვლის);
◇ to reverse arms იარაღის (და)ჭერა / დაკავება კონდახით მაღლა / ქვემოთ დახრილი ლულით (სამგლოვიარო ცერემონიაზე ყარაულში დგომისას).