Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

reproduce verb
[͵ri:prəʹdju:s]
Print

1. 1) ნაწარმოების, ტექსტის ასლის / რეპროდუქციის დამზადება (˂და˃ამზადებს), რეპროდუცირება; it is illegal to reproduce this work without the permission from the publisher გამომცემლის ნებართვის გარეშე, ამ ნაწარმოების რეპროდუცირება / ასლების გადაღებით გავრცელება კანონით იკრძალება;

2) ნაწარმოების, ტექსტის და ა.შ. ასლში / რეპროდუქციაში ამა თუ იმგვარად ასახვა (ასახავს), წარმოდგენა; this photograph of the painting reproduces the colours of the original extremely well ფერწერული ტილოს ეს ფოტო უაღრესად კარგად ასახავს / გადმოსცემს ორიგინალის ფერებს;

2. რისამე ხელახლა ასახვა (ასახავს) / ჩვენება / გადმოცემა; გამეორება (შედეგისა, მიღწევისა და ა.შ.); they were unable to reproduce the results of the experiment მათ ვერ შეძლეს ექსპერიმენტის შედეგების გამეორება; to reproduce the atmosphere of a novel in the movie რომანის ატმოსფეროს ფილმში გაცოცხლება / კარგად გადმოცემა;

3. ბიოლ. 1) (აგრ. oneself) გამრავლება (˂გა˃მრავლდება), რეპროდუცირება; most reptiles reproduce by laying eggs on the land ქვეწარმავალთა უმეტესობა ხმელეთზე კვერცხების დადებით მრავლდება;

2) აღდგენა (აღიდგენს), რეგენერირება (დაზიანებული ორგანოსი და ა.შ.); crabs can reproduce lost claws and legs კიბოებს დაკარგული მარწუხებისა და კიდურების აღდგენის უნარი გააჩნიათ;

reprocessing reproducer

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0114