1. წიგნ. შეტევის და ა.შ. მოგერიება (˂მო˃იგერიებს), უკუგდება; to repel an attack შეტევის მოგერიება; they repelled all attempts to board their ship მათ საკუთარი გემის აბორდაჟზე აყვანის ყველა მცდელობა მოიგერიეს;
2. მწერების დაფრთხობა (˂და˃აფრთხობს), ახლოს არ მიშვება (ითქმის კრემის და მისთ. შესახებ); a lotion that repels mosquitoes ლოსიონი, რომელიც კოღოებს აფრთხობს / ახლოს არ უშვებს;
3. ზიზღის და ა.შ. აღძვრა (აღუძრავს), გამოწვევა; his manners repel me მისი ქცევები მაღიზიანებს / ზიზღს იწვევს ჩემში;
4. წიგნ. არგუმენტების და ა.შ. უკუგდება (უკუაგდებს), უარყოფა; I repel all such imputations ყველა ამგვარ ბრალდებას უარვყოფ; to repel a plea სარჩელის აღძვრაზე უარის თქმა, სარჩელის უარყოფა;
5. ფიზ. განზიდვა (˂გან˃იზიდავს); like poles repel each other ერთსახელიანი პოლუსები ერთმანეთს განიზიდავენ;
6. სპეც. ʘ რაიმეს, ერთმანეთს არ ერევა; რაიმეს არ ატარებს; water repels oil, water and oil repel each other წყალი ზეთს არ ერევა; წყალი და ზეთი ერთმანეთს არ ერევა; this material repels water ეს მასალა წყალს არ ატარებს / არ სველდება.