1. ჩამოქვეითება (ჩამოაქვეითებს), დაქვეითება; უფრო დაბალ საფეხურზე, თანამდებობაზე და ა.შ. გადაყვანა; she was relegated to the role of assistant იგი ასისტენტის თანამდებობაზე ჩამოაქვეითეს;
2. გა(და)გზავნა (გა˂და˃გზავნის), გადატანა; გადაყვანა (აგრ. გადატ.); to be relegated to appendices ʘ დანართში გადაიტანეს (ითქმის ტექსტის ნაწილის შესახებ); he relegated the incident to the back of his mind მან ეს ინციდენტი მიივიწყა / ამ ინციდენტზე ყურადღება არ გაამახვილა;
3. სპორტ. გუნდის ქვედა ლიგაში / დივიზიონში გადაყვანა (გადაიყვანს) / დაქვეითება (უპირატ. ფეხბურთი) [შდრ. აგრ. promote 4 3)]; the club were relegated to the second league კლუბი მეორე ლიგაში გადაიყვანეს / დააქვეითეს; financially troubled Portsmouth was relegated from the Premier League ფინანსური პრობლემების მქონე პორტსმუთი პრემიერ-ლიგიდან გააგდეს.