1. რეესტრი; სია, ნუსხა; the register of voters, the electoral register ამომრჩეველთა სია;
2. 1) დავთარი; ჟურნალი, წიგნი (ამა თუ იმ ინფორმაციის / მონაცემების ჩასაწერი); the school attendance register სკოლის მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვის ჟურნალი; to call / to take / the register სიის ამოკითხვა; parish register ამა თუ იმ ეკლესიის სამეტრიკო წიგნი (რომელშიც შედიოდა დაბადებულთა, გარდაცვლილთა, მონათლულთა და დაქორწინებულთა სია); hotel register სასტუმროს სარეგისტრაციო ჟურნალი;
2) შოტლ. ისტ. იურიდიული, საკანონმდებლო და სხვა ოფიციალური დოკუმენტების კრებული (უპირატ. მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული);
3. ჩაწერა, ჩანიშვნა; ჩანაწერი; register of interment ჩანაწერი დაკრძალვის შესახებ;
4. მუს. 1) რეგისტრი, დიაპაზონი (
ხმისა, საკრავისა); upper [lower] register ზედა / მაღალი [ქვედა / დაბალი] რეგისტრი;
2) რეგისტრი (ერთნაირი ტემბრის სიმების, ენაკების ან ორგანის მილების ჯგუფი);
5. ლინგვ. წერის, მეტყველების სტილი, რეგისტრი (მაგ. ოფიციალური); a formal [an informal] register წერის, მეტყველების ოფიციალური [არაოფიციალური] სტილი;
6. ამერ. სალაროს აპარატი, სალარო (აგრ. cash register);
7. კომპ. რეგისტრი; დამგროვებელი (მონაცემების დროებითი შენახვის ადგილი ცენტრალურ პროცესორში); address register მისამართის / სამისამართო რეგისტრი;
8. ტექ. 1) მთვლელი; მრიცხველი;
2) მარეგისტრირებელი ხელსაწყო; თვითმწერი;
9. ტექ. 1) საჰაერო საფარი, ჰაერსაფარი (ღუმლისა და ა.შ.);
2) სასულე, სავენტილაციო ხვრელი;
10. პოლიგრ. 1) ფერების კომპონენტების ზუსტი შესაბამისობა ანაბეჭდზე;
2) ნაბეჭდი მასალის (სტრიქონების, ველების და ა.შ.) ზუსტი შესაბამისობა ფურცლის ორივე მხარეს / გვერდზე.