1. ანარეკლი, გამოსახულება (სარკეში, წყალში და ა.შ.); I saw my reflection in the window ფანჯარაში ჩემი ანარეკლი დავინახე; the reflections of the clouds on the water ღრუბლების ანარეკლი წყალზე;
2. 1) არეკვლა (ბგერისა, სხივისა და ა.შ.); the reflection of light [of heat, of sound] სინათლის [სითბოს, ბგერის] არეკვლა; angle of reflection არეკვლის კუთხე;
2) ასახვა; the reflection of real historical events in the hymn ჰიმნში რეალური ისტორიული მოვლენების ასახვა;
3. რისამე არსის, მდგომარეობის და ა.შ. გამოსახულება, გამოხატულება, ინდიკატორი, შედეგი; the increase in crime is a sad reflection on our society დანაშაულებრივი ქმედებების გაზრდა / მომატება ჩვენს საზოგადოებაში არსებული პრობლემების მაჩვენებელია;
4. რაიმეზე ღრმად დაფიქრება / ფიქრი; he doesn't get much time for reflection მას დასაფიქრებლად
არასოდეს არა აქვს დიდი დრო; mature reflection კარგად აწონ-დაწონა / გააზრება; to do smth. without due / sufficient / reflection რისა
მე ნაჩქარევად / დაუფიქრებლად გაკეთება; on / upon / reflection კარგად დაფიქრების / აწონ-დაწონის შემდეგ; on reflection you will change your mind საგულდაგულო განსჯის შემდეგ თქვენ აზრს შეიცვლით; a minute's reflection მცირე ხნის დაფიქრება;
5. ჩვეულ. pl აზრები; მოსაზრებები, გამონათქვამები; personal reflections საკუთარი მოსაზრებები; the author's reflections on death მწერლის აზრები სიკვდილთან დაკავშირებით;
6. კრიტიკა, საყვედური; to cast a reflection upon smb. ვისიმე გაკრიტიკება / დადანაშაულება;
7. ჩრდილი, სამარცხვინო ლაქა, სირცხვილი; this is a reflection on his honour ეს მის სახელს ჩრდილს აყენებს;
8. ცისარტყელასებრი ფერადოვნება; ფერთა ლივლივი; with greenish black reflections მომწვანო-შავი ელვარებით;
8. მათ. არეკვლა (სიბრტყიდან); სარკული ანარეკლი / სიმეტრია;
9. ფიზიოლ. რეფლექსური / საპასუხო მოქმედება / რეაქცია (ნერვული ცენტრის მხრიდან);
⌇ reflection angle = angle of reflection [იხ. 2 1)].