(read [rɛd])
I
1. 1) კითხვა (კითხულობს), წაკითხვა; to read a book [a magazine, a newspaper] წიგნის [ჟურნალის, გაზეთის] კითხვა; he could read by the time he was four მან კითხვა ოთხი წლის ასაკში იცოდა; he read the poem aloud მან ლექსი ხმამაღლა წაიკითხა; to read smth. (over) again რისამე ხელახლა წაკითხვა; to read smth. out of / from / a book ა) რისამე ამოკითხვა წიგნიდან; ბ) წიგნიდან ციტატის მოყვანა; did he speak extempore or read? სიტყვა მოუმზადებლად წარმოთქვა თუ წაიკითხა? to read of smb.'s death [about a disaster] წაკითხვა ვისიმე სიკვდილის [კატასტროფის] შესახებ; I have read somewhere that ... სადღაც წავიკითხე, რომ ...; I have read of it წამიკითხავს ამის შესახებ; to read out (loud) ხმამაღლა კითხვა; he can read several languages მას რამდენიმე ენაზე შეუძლია წაკითხვა; to read to oneself ჩუმად / თავისთვის კითხვა; read the letter to yourself ჩუმად წაიკითხეთ წერილი; to read oneself hoarse [stupid] კითხვისაგან ხმის ჩახლეჩა [გამოშტერება]; to read smb. to sleep კითხვით ვინმესთვის ძილის მოგვრა; to read oneself to sleep ʘ კითხვისაგან ძილი მოერია / ჩაეძინა; the boy had been read the story of Cinderella ბიჭს წაუკითხეს ზღაპარი კონკიაზე;
2) კითხვა (იკითხება); the play reads better than it acts პიესა უკეთ იკითხება, ვიდრე სცენიდან ჟღერს; the sentence reads oddly ეს წინადადება უცნაურად ჟღერს;
3) (as, for) პოლიგრ. ʘ რისამე ნაცვლად უნდა იკითხებოდეს, უნდა იყოს (ჩვეულ. შეცდომის გასწორებისას); please read $100 as €100 $100 ნაცვლად უნდა იყოს €100; for "bear" on line 2, read "beer" მეორე სტრიქონზე "bear"-ის ნაცვლად უნდა იყოს "beer";
2. საჯაროდ წაკითხვა (წაიკითხავს), გამოცხადება; to read a report to the meeting ა) სხდომაზე ანგარიშის წაკითხვა; ბ) კრებაზე მოხსენებით გამოსვლა; after the will had been read ანდერძის გამოცხადების შემდეგ; read and approved მოსმენილი და მოწონებული იქნა (ითქმის ოქმის, გეგმის და მისთ. შესახებ);
3. ʘ წერია, აწერია; the sign read "No Admittance" ნიშანზე ეწერა "შესვლა აკრძალულია"; the document reads as follows დოკუმენტში წერია შემდეგი; the paragraph reads to the effect that all men are equal ეს აბზაცი გვაუწყებს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია; how does the sentence read now? ახლა როგორ ჟღერს / როგორაა ფორმულირებული ეს წინადადება; this ticket reads to Boston ბილეთს აწერია "ბოსტონამდე"; this edition reads "show", not "shew" ამ გამოცემაში წერია "show" და არა "shew"; the passage reads thus in early manuscripts ადრეულ ხელნაწერებში ეს ადგილი შემდეგნაირად იკითხება;
4. 1) გარჩევა (
˂გა
˃არჩევს), გაშიფვრა; წაკითხვა; I can't read your writing ვერ ვკითხულობ / ვერ ვარჩევ შენს ნაწერს; can you read music? ნოტების კითხვა / ნოტებით დაკვრა შეგიძლია? to read hieroglyphs [shorthand] იეროგლიფების [სტენოგრამის] გაშიფვრა; to read the morse system მორზეს ანბანის ცოდნა; to read a map რუკის კითხვა; to read a signal
სამხ. სიგნალის გაშიფვრა;
2) რად., ტელ. ხმის გარჩევა (˂გა˃არჩევს); ʘ ესმის; "how do you read me?" – "I read you loud and clear" "როგორ გესმის ჩემი?" – "შენი ხმამაღლა და მკაფიოდ მესმის";
5. 1) ახსნა (ახსნის), გაგება, მიჩნევა; how do you read the present situation? როგორ ახსნას მოუძებნი ახლანდელ სიტუაციას? the clause that may be read several ways მუხლი, რომელიც სხვადასხვაგვარად შეიძლება იქნეს განმარტებული / ინტერპრეტირებული; my silence is not to be read as consent ჩემი დუმილი თანხმობას არ ნიშნავს; (it is intended) to be read ... ეს შემდეგნაირად უნდა გავიგოთ ...;
2) განმარტება (განიმარტება); ʘ იქნეს ახსნილი / გაგებული; the clause reads both ways მუხლი ორგვარად შეიძლება იქნეს განმარტებული / გაგებული;
6. კომპ. წაკითხვა (წაიკითხავს); my computer can't read the disk you sent ჩემი კომპიუტერი შენს გამოგზავნილ დისკს ვერ კითხულობს;
7. ბიოლ. გენეტიკური ინფორმაციის გაშიფვრა (˂გა˃შიფრავს), დეკოდირება; ტრანსლირება (პოლიპეპტიდური ჯაჭვის სინთეზისას);
II ა
1. 1) ჩვენება (აჩვენებს, უჩვენებს) ითქმის საზომი ხელსაწყოს შესახებ; the thermometer reads 46 degrees თერმომეტრი 46 გრადუსს უჩვენებს; what does the speedometer read? რას უჩვენებს სპიდომეტრი? რა სიჩქარით მივდივართ?
2) აღება (აიღებს), აღრიცხვა (ჩვენებისა / მონაცემებისა ამა თუ იმ საზომი ხელსაწყოდან); to read a thermometer [a barometer] თერმომეტრის [ბარომეტრის] ჩვენების აღება; to read a gas meter გაზის მრიცხველის ჩვენების აღება, გაზის მრიცხველის მონაცემების წაკითხვა;
2. წიგნ. სწავლა (სწავლობს), შესწავლა (ამა თუ იმ საგნისა, განსაკ. უნივერსიტეტში); I read English at Oxford ოქსფორდის უნივერსიტეტში ინგლისურს ვსწავლობდი; to read for the law იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლა; he is reading for his examination გამოცდისთვის ემზადება; you must read harder next term მომავალ სემესტრში მეტი უნდა იმეცადინოთ;
3. პარლ. ამა თუ იმ მოსმენით განხილვა (განიხილავს) კანონპროექტისა მისი დამტკიცების ერთ-ერთ სტადიაზე; the bill was read the first time კანონპროექტი განხილულ იქნა პირველი მოსმენით [იხ. აგრ. reading I 6];
4. პოლიგრ. კორექტურის კითხვა (კითხულობს), კორექტურის გაკეთება; to read proof კორექტურის / საკორექტურო ეგზემპლარის კითხვა / გასწორება;
5. 1) გამოცნობა (გამოიცნობს), ახსნა (გამოცანისა და ა.შ.); to read a riddle გამოცანის გამოცნობა; to read dreams სიზმრების ახსნა; to read an omen ამა თუ იმ ნიშნის ახსნა; you (can) read a person's character in his face ადამიანის სახის ნაკვთებით შეიძლება მისი ხასიათის გამოცნობა; to read smb.'s heart [smb.'s thoughts] ვისიმე გულის ნადების [ფიქრების] გამოცნობა; to read the signs of the times დროის ნიშნების გამოცნობა;
2) წინასწარმეტყველება (იწინასწარმეტყველებს), წინასწარ თქმა (მომავლისა, ბედისა); to read smb.'s fortune ვინმესთვის ბედის წინასწარმეტყველება; to read futurity / the future / მომავლის წინასწარმეტყველება; to read the cards კარტით მკითხაობა; to read the sky ა) ბედის განსაზღვრა ვარსკვლავების მიხედვით; ჰოროსკოპის შედგენა; ბ) ამინდის წინასწარმეტყველება; ამინდის პროგნოზის შედგენა;
II ბ
1. to read smth. into smth. რაიმესთვის განსაკუთრებული აზრის / მნიშვნელობის მინიჭება (˂მი˃ანიჭებს); რისამე თავისებურად განმარტება / ახსნა; we sometimes read our own thoughts into a poet's words ზოგჯერ გვჩვევია ხოლმე პოეტის სიტყვებში საკუთარი აზრების წაკითხვა; to read a compliment into what was intended as a rebuke კომპლიმენტად მიღება იმისა, რაც სინამდვილეში საყვედური იყო; to read into a sentence what is not there წინადადების თვითნებურად ინტერპრეტირება; you are reading more into what I said than was intended თქვენ უფრო მეტ აზრს დებთ ჩემს ნათქვამში, ვიდრე მე ეს ვიგულისხმე; you read too much into the text თქვენ იმაზე მეტი ამოიკითხეთ ტექსტიდან, ვიდრე ეს მასში წერია;
2. 1) to read smb. out of smth. ვისიმე ამა თუ იმ ორგანიზაციიდან და მისთ. გარიცხვა (˂გა˃რიცხავს), ვინმესთვის წევრობის შეწყვეტა (თავდაპირველად ამ გადაწყვეტილების წაკითხვის გზით);
2) to be read out of smth. საიდანმე გარიცხვა (გარიცხეს; გაირიცხა) / გაგდება;
3. to read oneself into smth. რისამე გულდასმით წაკითხვა (წაიკითხავს), ჩაწვდომა; to read oneself into a language ენის შესწავლა კითხვის გზით;
4. to read smth. into the record პარლ. რისამე ოქმში შეტანა (შეიტანს) / ოქმისთვის დართვა;
▭ to read back ტელეფონოგრამის და მისთ. ტექსტის გამეორება (˂გა˃იმეორებს) / ხმამაღლა წაკითხვა;
to read in 1) კომპ. მონაცემების შეყვანა (შეიყვანს), ჩაწერა (მეხსიერებაში ან დისკზე);
2) ეკლ. სასულიერო წოდების მიღება (˂მი˃იღებს) რწმენის 39 დოგმატის ხმამაღლა წაკითხვის შემდეგ (ანგლიკანურ ეკლესიაში; ხშ. to read oneself in);
to read off 1) სიისა და მისთ. ხმამაღლა / საჯაროდ წაკითხვა (წაიკითხავს);
2) ჩვენების, მონაცემების აღება (აიღებს), აღრიცხვა (ამა თუ იმ საზომი ხელსაწყოდან); to read off an angle კუთხის გაზომვა / განსაზღვრა (ნიველირით, ტელესკოპით და მისთ.);
to read on კითხვის გაგრძელება (˂გა˃აგრძელებს);
to read out 1) რისამე ხმამაღლა / საჯაროდ წაკითხვა (წაიკითხავს); to read out the agenda დღის წესრიგის გამოცხადება; to hear the will read out ანდერძის გამოცხადებაზე დასწრება;
2) კომპ. მონაცემების (ეკრანზე) გამოტანა (გამოიტანს), ჩვენება;
to read over / through / თავიდან ბოლომდე გულდასმით წაკითხვა (წაიკითხავს); to read over and over ბევრჯერ წაკითხვა / გადაკითხვა; he read the letter through six times წერილი ექვსჯერ გადაიკითხა;
to read up on რისამე საგანგებოდ შესწავლა (შეისწავლის) / გამოკვლევა; I've been reading up on British history საკმაოდ ბევრს ვკითხულობ ბრიტანეთის ისტორიაზე;
◇ to read between the lines რისამე დაფარული აზრის გაგება, სტრიქონებს შორის კითხვა; to read smb. a lesson / a lecture / ჭკუის სწავლება, ჭკუის დარიგება; to read the Riot Act ა) ამბოხების შესახებ კანონის საჯაროდ წაკითხვა, ბრბოსათვის დაშლისაკენ მოწოდება, ბრბოს მკაცრად გაფრთხილება; ბ) შავი დღის დაყრა; მკაცრად გაფრთხილება [იხ. აგრ. act I 2 და riot act]; to read smb. like a book ʘ ვინმეს ძალიან კარგად იცნობს; ვინმეს აზრის, განზრახვის და ა.შ. ადვილად მიხვედრა / გაგება; to read smb.'s lips ტუჩების მოძრაობით ვისიმე ნათქვამის გაგება; read my lips ამერ. საუბ. ყურადღებით მომისმინეთ; to read smb.'s palm ხელის გულზე მკითხაობა.