(read [rɛd])
1. 1) კითხვა (კითხულობს), წაკითხვა; to read a book [a magazine, a newspaper] წიგნის [ჟურნალის, გაზეთის] კითხვა; he could read by the time he was four მან კითხვა ოთხი წლის ასაკში იცოდა; he read the poem aloud მან ლექსი ხმამაღლა წაიკითხა;
2) გარჩევა (˂გა˃არჩევს), გაშიფვრა; წაკითხვა; I can't read your writing ვერ ვკითხულობ / ვერ ვარჩევ შენს ნაწერს; can you read music? ნოტების კითხვა / ნოტებით დაკვრა შეგიძლია?
2. ახსნა (ახსნის), გაგება, მიჩნევა; how do you read the present situation? როგორ ახსნას მოუძებნი ახლანდელ სიტუაციას?
3. ʘ წერია, აწერია; the sign read "No Admittance" ნიშანზე ეწერა "შესვლა აკრძალულია";
4. ჩვენება (აჩვენებს, უჩვენებს)
ითქმის საზომი ხელსაწყოს შესახებ; the thermometer reads 46 degrees თერმომეტრი 46 გრადუსს უჩვენებს;
5. წიგნ. სწავლა (სწავლობს), შესწავლა (ამა თუ იმ საგნისა, განსაკ. უნივერსიტეტში); I read English at Oxford ოქსფორდის უნივერსიტეტში ინგლისურს ვსწავლობდი;
6. კომპ. წაკითხვა (წაიკითხავს); my computer can't read the disk you sent ჩემი კომპიუტერი შენს გამოგზავნილ დისკს ვერ კითხულობს;
◇ to read between the lines რისამე დაფარული აზრის გაგება, სტრიქონებს შორის კითხვა; to read smb. like a book ʘ ვინმეს ძალიან კარგად იცნობს; ვინმეს აზრის, განზრახვის და ა.შ. ადვილად მიხვედრა / გაგება; to read smth. out რისამე ხმამაღლა / საჯაროდ წაკითხვა; to read smb.'s lips ტუჩების მოძრაობით ვისიმე ნათქვამის გაგება; read my lips ამერ. საუბ. ყურადღებით მომისმინეთ; to read smb.'s palm ხელის გულზე მკითხაობა.