1. ამა თუ იმ (მო)ქმედებებზე რომ რეაგირებს, რეაგირებას რომ ახდენს; საპასუხო [შდრ. აგრ. proactive]; a reactive foreign policy რეაგირებითი საგარეო პოლიტიკა;
2. სამხ. დინამიკური (ითქმის ჯავშნის შესახებ);
3. ფიზიოლ. სტიმულზე, გაღიზიანებაზე რომ რეაგირებს / პასუხობს, რეაგირება / პასუხის აღძვრა რომ შეუძლია;
4. სპეც. აქტიური,
ქიმიურ რეაქციაში შესვლის უნარის მქონე;
5. ფსიქოლ. 1) რეაქციული (ითქმის ეგზოგენური / ცხოვრებისეული ფაქტორების ზემოქმედებისაგან განვითარებული, ჩვეულ. ხანმოკლე ფსიქიკური მოშლილობის შესახებ); reactive depression რეაქციული დეპრესია;
2) რეაქციული, ოპოზიციურ / საწინააღმდეგო რეაქციას რომ იწვევს [იხ. აგრ. reaction formation, reactive inhibition];
6. ელექტრ. რეაქტიული, რეაქტიულ წინაღობასთან დაკავშირებული; reactive power რეაქტიული სიმძლავრე.