1. გარკვეულ ფარგლებში / საზღვრებში მერყეობა (მერყეობს); the estimates of the damage range between $1 million and $5 million ზარალის ოდენობა ერთიდან ხუთ მილიონ დოლარამდე მერყეობს; she has had a number of different jobs, ranging from chef to swimming instructor მას უამრავ სხვადასხვა ადგილას უმუშავია, დაწყებული შეფ-მზარეულიდან – დამთავრებული ცურვის ინსტრუქტორით; the children ranged in age from two to five years ბავშვების ასაკი მერყეობდა ორიდან ხუთ წლამდე; the sneakers range in price from $25 to $100 ბოტასების ფასები მერყეობს ოცდახუთი დოლარიდან ას დოლარამდე;
2. წიგნ. დამწკრივება (˂და˃ამწკრივებს), ჩამწკრივება, ერთ რიგად / ერთ ხაზზე დაწყობა; the delegates ranged themselves around the table დელეგატები მაგიდის გარშემო დამწკრივდნენ; photographs ranged along the wall ფოტოსურათები, რომლებიც კედელზე ერთ ხაზზე ეკიდა; to range books on a shelf according to size თაროზე წიგნების ზომის მიხედვით დაწყობა;
3. (along, with) ʘ რისამე გასწვრივ არის გადაჭიმული; რაიმეს პარალელურად მიუყვება / მისდევს; houses that ranged along the railway სახლები, რომლებიც რკინიგზის გასწვრივ იყო ჩამწკრივებული; the mountains range north and south მთები გადაჭიმულია ჩრდილოეთისა და სამხრეთისაკენ; the line of cliffs ranges very closely with river სალი კლდეების ზოლი თითქმის პარალელურად მიუყვება მდინარეს;
4. ʘ არ ჩამოუვარდება, უტოლდება;
ამა თუ იმ კატეგორიას / რიცხვს მიეკუთვნება; he ranges with / among / the great writers იგი ტოლს არ უდებს დიდ მწერლებს; დიდი მწერლების რიცხვს მიეკუთვნება; she ranges herself with the angels თავს ანგელოზად თვლის;
5. 1) ხეტიალი (ხეტიალობს), წანწალი; მოგზაურობა; შემოვლა; he ranges far and wide in search of inspiration for his paintings ის ყველგან დახეტიალობს თავისი ტილოებისათვის შთაგონების წყაროს ძიებაში; to range forests [hills] ტყეების [მთების] დავლა; to range the sea ზღვით მოგზაურობა; to range the whole world მთელი ქვეყნიერების შემოვლა;
2) შეთვალიერება (˂შე˃ათვალიერებს), თვალის შევლება; his eyes ranged the room ოთახი შეათვალიერა; to range one's eyes round smth. რაიმესთვის თვალის შევლება; his eyes ranged over the audience მაყურებელს მზერა / თვალი გადაავლო;
3) ფიქრებით / გონებით საგნიდან საგანზე / თემიდან თემაზე გადასვლა (გადადის); his thoughts ranged over past, present and future ფიქრებით ხან წარსულს გადასწვდა, ხან აწმყოსა და მომავალს; his fancy ranged over many subjects მისი წარმოსახვა ერთი რამიდან მეორეზე დახტოდა; to ranged far and wide (in a speech) თემიდან გადახვევა (საუბრის დროს);
6. სამხ. მიზნამდე მანძილის განსაზღვრა (˂გან˃საზღვრავს), გამიზვნა (სროლის კორექტირებით ან რადარით და მისთ);
7. სამხ. 1) მოქმედების ამა თუ იმ რადიუსის ქონა (აქვს) ითქმის რაკეტის და მისთ. შესახებ;
2) ამა თუ იმ შორსმსროლელობის ქონა (აქვს) ითქმის ქვემეხის და მისთ. შესახებ;
8. სამხ., ზღვ. გადაადგილება (გადაადგილდება), გადანაცვლება (ახალ პოზიციაზე და ა.შ.);
9. კლასიფიკაციის მოხდენა (მოახდენს); სისტემატიზება; კატეგორიებად დაყოფა; ამა თუ იმ კლასისთვის და ა.შ. მიკუთვნება; to range plants [animals] according to genus and species მცენარეების [ცხოველების] კლასიფიცირება გვარისა და სახეობების მიხედვით; to range smth. in a class რისამე ამა თუ იმ კლასისთვის მიკუთვნება;
10. პოეტ. მოწესრიგება (˂მო˃აწესრიგებს); to range golden hair ოქროსფერი თმის დავარცხნა;
11. საქონლის ძოვება (აძოვებს) / საძოვარზე საბალახოდ გაშვება;
◇ to range against [with] smb., smth. გაერთიანება / დარაზმვა ვისიმე / რისამე წინააღმდეგ [ვისიმე / რისამე მხარდასაჭერად]; the whole family seemed ranged against him მთელი ოჯახი მის წინააღმდეგ დარაზმული ჩანდა; to range over smth. ʘ მოიცავს, ეხება; his lecture ranged over a number of topics მისი ლექცია სხვადასხვა თემას მოიცავდა.