1. მოფოცხვა (მოფოცხავს), ფოცხით მოხვეტა / მოგროვება; ფოცხით მოსწორება (აგრ. to rake smooth / level, clean /); the leaves have been raked into a pile ფოთლები ფოცხებით ერთ გროვად მოხვეტეს; to rake a path ბილიკის მოსწორება;
2. გაქექვა (˂გა˃ქექავს), გაჩხრეკა (საჩხრეკით და მისთ.); to rake out a fire ბუხრიდან ნაცრის გამოხვეტა;
3. ქექვა (იქექება; ქექავს), ჩხრეკა; she raked around in her bag for her keys ქალი ჩანთაში იქექებოდა, გასაღები რომ ეპოვა; to rake one's memory ა) მეხსიერების დაძაბვა; თავის მტვრევა; ბ) წარსულის ქექვა / გახსენება; to rake (through) old magazines for facts ძველი ჟურნალების გადაქექვა ფაქტების მისაგნებად; they have been raking among / in, into / old records ისინი ძველ დოკუმენტებში / ჩანაწერებში იქექებოდნენ; the police raked the district for the criminals პოლიციამ დამნაშავეების საპოვნად რაიონი გაჩხრიკა;
4. = to rake in [
იხ. ▭];
5. თვალის გადავლება (˂გადა˃ავლებს); თვალის მიმოვლება, თვალიერება; from his seat he could rake the whole auditorium with his eyes თავისი ადგილიდან იგი კარგად ათვალიერებდა დამსწრე აუდიტორიას; a window that rakes the valley ფანჯარა, რომლიდანაც მთელი ველი მოჩანს;
6. 1) პროჟექტორის, კამერის და მისთ. ნელი გადაადგილებით რისამე დათვალიერება (˂და˃ათვალიერებს) / რაიმეზე ყურადღებით დაკვირვება; პროჟექტორის და მისთ. სხივით ადგილმდებარეობის და ა.შ. დაზვერვა;
2) სამხ. გასწვრივი ცეცხლის დაშენა (˂და˃უშენს); they raked the streets with machine-gun fire მათ ტყვიამფრქვევით ქუჩებში გასწვრივი ცეცხლი გახსნეს;
7. გაფხაჭნა (˂გა˃ფხაჭნის), გაკაწვრა (განსაკ. ფრჩხილით);
8. ჩამოვარცხნა (˂ჩამო˃ვარცხნის); ჩამოსმა (სავარცხლისა / თითებისა თმაში); to rake a comb through one's hair თმის სავარცხლით ჩამოვარცხნა; she raked her fingers through her hair ქალმა თმა ხელით ჩამოივარცხნა;
▭ to rake in დიდი ფულის შოვნა (იშოვის), ფულის მოხვეტა / მოხვეჭა; the movie raked in more than 300 million dollars ფილმმა 300 მილიონ დოლარზე მეტი მოიტანა; to rake it in ერთბაშად ბევრი ფულის შოვნა; to rake in a fortune ერთბაშად გამდიდრება;
to rake out 1) გამოხვეტა (˂გამო˃ხვეტს) ნახშირისა, ნაცრისა;
2) ცეცხლის გაქექვა (˂გა˃ქექავს), ჩაქრობა; to rake out a fire ცეცხლის ჩაქრობა;
3) გამოქექვა (˂გამო˃ქექავს), გამოჩხრეკა; to rake out information ინფორმაციის / ცნობების გამოქექვა;
to rake over smth. საუბ., კიცხვ. წარსულში მომხდარი ამბის გახსენება (˂გა˃იხსენებს); she had no desire to rake over the past ქალს წარსულში ქექვის არანაირი სურვილი არ ჰქონდა;
to rake through საუბ. ქექვა (ქექავს), გულდასმით ძებნა; გაჩხრეკა (რისამე საპოვნელად); to rake through dustbins სანაგვე ურნაში ქექვა;
to rake up 1) ფოცხით მოხვეტა (˂მო˃ხვეტს) / მოგროვება; to rake up hay თივის მოხვეტა;
2) წარსულის მოგონებების ქექვა (ქექავს); to rake up the past წარსულის ქექვა;
3) მოძიება (მოიძიებს), გამოჩხრეკა (რაიმე მაკომპრომეტირებელი ფაქტისა); to rake up an old charge against smb. ვინმესთვის ძველი ბრალდების გამოჩხრეკა;
4) საქვეყნოდ გახმაურება (˂გა˃ახმაურებს) / გამჟღავნება (წარსულში მომხდარი ფაქტისა);
5) გაჭირვებით მოგროვება (˂მო˃აგროვებს) / შეკრება (ფულისა, ხალხისა და ა.შ.); to rake up some money ცოტაოდენი ფულისთვის გაჭირვებით თავის მოყრა;
◇ to rake smb. over the coals ამერ. ვისიმე გაკიცხვა, ვინმესთვის შავი დღის დაყრა; to rake over coals/the ashes წარსულის ქექვა / გახსენება.