1. 1) აწევა (ასწევს), ამაღლება; აღმართვა; he raised a hand in greeting მან მისალმების ნიშნად ხელი ასწია; the tank raised its gun barrel and fired ტანკმა ლულა ასწია და გაისროლა; to raise a weight from the ground სიმძიმის აწევა / აღება მიწიდან; to raise a flagpole ფლაგშტოკზე დროშის აწევა; to raise the eyebrows წარბის აწევა (გაოცების, უკმაყოფილების და ა.შ. ნიშნად); to raise anchor ა) ღუზის აშვება, ღუზის ამოღება; ბ) ღუზის აშვება, ზღვაში გასვლა (ითქმის გემის შესახებ);
2) აყენება (ააყენებს), ადგომაში შველა / მიხმარება; somehow we managed to raise her to her feet როგორღაც მოვახერხეთ და ქალი ფეხზე წამოვაყენეთ;
3) : to raise oneself up ფეხზე წამოდგომა (˂წამო˃დგება);
2. გაზრდა (˂გა˃ზრდის), გადიდება, მომატება; to raise prices ფასების მომატება; to raise salaries ხელფასების გაზრდა; I've never heard him even raise his voice არასოდეს მახსოვს, რომ მას ოდნავ მაინც აეწიოს ხმისთვის;
3. 1) შეკრება (˂შე˃კრებს), შეგროვება, მოგროვება (ითქმის ფულის, ხალხისა და ა.შ. შესახებ); we are raising money for charity ფულს ვაგროვებთ საქველმოქმედო მიზნით;
2) ჩამოყალიბება (˂ჩამო˃აყალიბებს), ფორმირება; he set about raising an army ის ჯარის ფორმირებას შეუდგა;
4. ამა თუ იმ საკითხის / თემის წამოჭრა (წამოჭრის) / დასმა / დაყენება; the book raises many important questions წიგნი მრავალ მნიშვნელოვან საკითხს აყენებს; I'm glad you raised the subject of money მოხარული ვარ, რომ ფულის თემა წამოჭერით;
5. გამოწვევა (˂გამო˃იწვევს), აღძვრა; შექმნა, წარმოქმნა; to raise doubts ეჭვების აღძვრა; he raised a laugh with his joke მისმა ხუმრობამ სიცილი გამოიწვია; to raise difficulties დაბრკოლებათა შექმნა;
6. განსაკ. ამერ. გაზრდა (˂გა˃ზრდის), აღზრდა; they were both raised in the south ორივენი სამხრეთში გაიზარდნენ; they raised her (as) a catholic მათ ქალი კათოლიკედ აღზარდეს / გაზარდეს;
7. მოშენება (˂მო˃აშენებს), გამრავლება (ითქმის საქონლის და ფრინველის შესახებ); მოყვანა, მოშენება, კულტივირება (ითქმის მცენარეების შესახებ); to raise cattle რქოსანი საქონლის მოშენება; to raise corn ხორბლის მოყვანა / კულტივირება;
8. მოხსნა (˂მო˃ხსნის) შეზღუდვისა და ა.შ.; to raise a blockade ბლოკადის მოხსნა; to raise a siege ალყის მოხსნა;
9. დაკავშირება (˂და˃უკავშირდება) რადიოთი ან ტელეფონით; რადიოკავშირის დამყარება; we managed to raise him on his mobile phone მობილურ ტელეფონზე მოვახერხეთ მასთან დაკავშირება;
10. წოდებრივად / სამსახურებრივად დაწინაურება (˂და˃აწინაურებს), უფრო მაღალი წოდების მინიჭება; he was raised to corporal მას კაპრალის წოდება მიანიჭეს;
◇ to raise one's glass to smb. ვისიმე სადღეგრძელოს შესმა; to raise the roof ა) დიდი ხმაურის / შფოთის ატეხა; ბ) ოვაციის მოწყობა, ოვაციით დახვედრა, შეხვედრა; to raise smb.'s spirits ვისიმე გამხიარულება ან გამხნევება.