I
1. 1) აწევა (ასწევს), ამაღლება; აღმართვა; he raised a hand in greeting მან მისალმების ნიშნად ხელი ასწია; don't shout out the answer, raise your hand! პასუხს ნუ წამოიყვირებთ, ხელი ასწიეთ! the tank raised its gun barrel and fired ტანკმა ლულა ასწია და გაისროლა; to raise a weight from the ground სიმძიმის აწევა / აღება მიწიდან; to raise a flagpole ფლაგშტოკზე დროშის აწევა; to raise the eyebrow წარბის აწევა (გაოცების, უკმაყოფილების და ა.შ. ნიშნად); to raise anchor ა) ღუზის აშვება, ღუზის ამოღება; ბ) ღუზის აშვება, ზღვაში გასვლა (ითქმის გემის შესახებ);
2) აყენება (ააყენებს), ადგომაში შველა / მიხმარება; somehow we managed to raise her to her feet როგორღაც მოვახერხეთ და ქალი ფეხზე წამოვაყენეთ;
3) : to raise oneself up ფეხზე წამოდგომა (˂წამო˃დგება);
4) მაღლა ატაცება (აიტაცებს), ასროლა; to raise a cloud of dust მტვრის კორიანტელის / ბუღის დაყენება, ამტვერება [შდრ. აგრ. ◇];
5) ჩაძირული გემის წყლიდან ამოტანა (ამოიტანს); is it possible to raise the Titanic? შესაძლებელია "ტიტანიკის" წყლის ზედაპირზე ამოტანა?
2. 1) გაღვიძება (˂გა˃აღვიძებს), აყენება; გაცოცხლება; to raise smb. at midnight შუაღამისას ვისიმე გაღვიძება; her cries could raise the dead მისი ყვირილი მკვდარსაც კი გააცოცხლებდა;
2) რელიგ. მკვდრეთით აღდგენა (აღადგენს); to raise from the dead მკვდრეთით აღდგენა;
3. გამოწვევა (˂გამო˃იწვევს), აღძვრა; შექმნა, წარმოქმნა; to raise doubts [fears] ეჭვების [შიშის] აღძვრა; he raised a laugh with his joke მისმა ხუმრობამ სიცილი გამოიწვია; to raise difficulties დაბრკოლებათა შექმნა; to raise a rebellion ამბოხის გამოწვევა; to raise (smb.'s) hopes / expectations / (ვისიმე) დაიმედება, (ვინმესთვის) იმედის ჩასახვა;
4. 1) გაზრდა (
˂გა
˃ზრდის), გადიდება, მომატება; to raise prices ფასების მომატება; to raise salaries ხელფასების გაზრდა; I've never heard him even raise his voice არასოდეს მახსოვს, რომ მას ოდნავ მაინც აეწიოს ხმისთვის [
შდრ. აგრ. II ა 4];
2) ბანქ. ფსონის აწევა (ასწევს) / მომატება [იხ. აგრ. raise I 1 3)];
5. 1) სულიერად გამხნევება (˂გა˃ამხნევებს); to raise smb.'s spirits ვისიმე გამხიარულება ან გამხნევება; to raise the soul სულიერად გამხნევება; the danger raised his spirits საფრთხემ ძალები მოაკრებინა;
2) წოდებრივად, სამსახურებრივად დაწინაურება (˂და˃აწინაურებს), უფრო მაღალი წოდების მინიჭება; he was raised to corporal მას კაპრალის წოდება მიანიჭეს;
6. დაკავშირება (˂და˃უკავშირდება) რადიოთი ან ტელეფონით; რადიოკავშირის დამყარება; we managed to raise him on his mobile phone მობილურ ტელეფონზე მოვახერხეთ მასთან დაკავშირება;
7. მონად. ნადირის სოროდან / ბუნაგიდან გამოდევნა (გამოდევნის);
8. მათ. ხარისხში აყვანა (აიყვანს), ახარისხება; two raised to the fifth power is thirty-two ორი მეხუთე ხარისხში არის ოცდათორმეტი;
II ა
1. აღმართვა (აღმართავს), აგება, აშენება (შენობისა და მისთ.); a monument was raised in his honour მის პატივსაცემად ძეგლი დადგეს / აღმართეს;
2. 1) ს.-მ. მოშენება (˂მო˃აშენებს), გამრავლება (საქონლისა, ფრინველისა); მოყვანა, მოშენება, კულტივირება (მცენარეებისა); to raise cattle რქოსანი საქონლის მოშენება; to raise corn ხორბლის მოყვანა / კულტივირება;
2) განსაკ. ამერ. გაზრდა (˂გა˃ზრდის), აღზრდა; they were both raised in the south ორივენი სამხრეთში გაიზარდნენ; they raised her (as) a catholic მათ ქალი კათოლიკედ აღზარდეს / გაზარდეს; to raise a family ბავშვების გაზრდა;
3. 1) ამა თუ იმ საკითხის / თემის წამოჭრა (წამოჭრის) / დასმა / დაყენება; the book raises many important questions წიგნი მრავალ მნიშვნელოვან საკითხს აყენებს; I'm glad you raised the subject of money მოხარული ვარ, რომ ფულის თემა წამოჭერით; to raise an issue საკითხის დასმა / დაყენება;
2) წამოყენება (˂წამო˃აყენებს) საწინააღმდეგო აზრისა, მოთხოვნისა და მისთ.; to raise objection პროტესტის / უკმაყოფილების ან საწინააღმდეგო აზრის გამოთქმა; to raise a claim [a demand] პრეტენზიის [მოთხოვნის] წაყენება;
4. ხმის გამოცემა (გამოსცემს); ამოღება; to raise a cry ყვირილის ატეხა; to raise a song სიმღერის წამოწყება; to raise a song of triumph ʘ გამარჯვების სიმღერა შემოსძახა; to raise one's voice ხმის ამოღება [შდრ. აგრ. I 4 1)]; to raise one's voice against smth. ხმის ამაღლება რისამე წინააღმდეგ; not a voice was raised in opposition სიტყვაც არ თქმულა საწინააღმდეგოდ;
5. გამოძახება (გამოიძახებს) სულისა, აჩრდილისა (აგრ. გადატ.); to raise a ghost ა) სულის გამოძახება; ბ) გადატ. წარსულის აჩრდილის გაცოცხლება, წარსულის მოგონება;
6. შეკრება (˂შე˃კრებს), შეგროვება, მოგროვება (ფულისა, ხალხისა და ა.შ.); we are raising money for charity ფულს ვაგროვებთ საქველმოქმედო მიზნით;
7. ჩამოყალიბება (˂ჩამო˃აყალიბებს), ფორმირება; he set about raising an army ის ჯარის ფორმირებას შეუდგა;
8. მოხსნა (˂მო˃ხსნის) შეზღუდვისა და მისთ.; to raise a blockade [a siege] ბლოკადის [ალყის] მოხსნა; to raise an embargo ემბარგოს მოხსნა;
9. ცომის ამოყვანა (ამოიყვანს) განსაკ. საფუვრით; to raise pastry ცომის აფუება / ამოსვლა;
10. ზღვ. (ზღვიდან, გემიდან) ხმელეთის, სხვა გემის და ა.შ. დანახვა (დაინახავს) მასთან მიახლოებით; to raise land ნაპირის დანახვა, ნაპირთან მიახლოება;
◇ to raise one's glass to smb. ვისიმე სადღეგრძელოს შესმა; to raise the roof ა) დიდი ხმაურის / შფოთის ატეხა; ბ) ოვაციის მოწყობა, ოვაციით დახვედრა / შეხვედრა; to raise Cain / hell, a rumpus, the devil / საუბ. აურზაურის ატეხა; სკანდალის მოწყობა; to raise one's game ʘ ეცდება თამაშის ხარისხის გაუმჯობესებას; to raise one's hand to / against / smb. ვინმეზე ხელის აღმართვა; to raise one's hat ქუდის მოხდით მისალმება; to raise a dust ა) აურზაურის ატეხა; ბ) თვალის ახვევა, თვალში ნაცრის შეყრა [შდრ. აგრ. I 1 4)]; not to raise a finger (to do smth.) ʘ თითს არ გაანძრევს, თავს არ შეიწუხებს (რისამე გასაკეთებლად).