1. დახეული, დაფლეთილი; გაცვეთილი, გაქუცული; ragged coat დახეული / გაქუცული პალტო; ragged collar გაცვეთილი საყელო; in ragged clothes ძონძებში, კონკებში; ragged jeans დახეული ჯინსები;
2. ძონძებში / კონკებში ჩაცმული / გამოწყობილი; ragged children ძონძებში ჩაცმული ბავშვები;
3. უსწორმასწორო, ტეხილი; დაკბილული; ragged edge უსწორმასწორო / დაკბილული კიდე / ნაპირი [იხ. აგრ. ◇]; ragged cliffs ტეხილი კლდეები; a ragged coastline უსწორმასწორო სანაპირო;
4. გაუმართავი, დაუხვეწელი (
ითქმის სტილის შესახებ); ცუდად ორგანიზებული; a ragged sentence გაუმართავი წინადადება; a ragged performance არათანმიმდევრული / ცუდი შესრულება;
5. არათანაბარი; I could hear the sound of his ragged breathing მისი ქოშინის ხმა მესმოდა;
6. საუბ. დაღლილი, დაქანცული (განსაკ. ფიზიკური შრომით); to run smb. ragged ვინმესთვის არაქათის გამოცლა / ქანცის გაწყვეტა;
7. 1) დაუვარცხნელი, მოუწესრიგებელი; გაჩეჩილი, აბურძგნილი; ragged hair აჩეჩილი / გაწეწილი თმა; a ragged beard გაბურძგნილი წვერი;
2) უხეში, გრძელი, ხშირი (ითქმის ბეწვის, მატყლის ან ბუმბულის შესახებ);
8. პოლიგრ. უსწორმასწორო, სხვადასხვა სიგრძის / გაუთანაბრებელი სტრიქონების მქონე (ითქმის გვერდის მარჯვენა კიდის შესახებ);
◇ ragged edge ამერ. საუბ. ა) უფსკრულის პირი; ბ) სავალალო მდგომარეობა [იხ. აგრ. 3]; to be on the ragged edge ა) (of) რისამე პირას ყოფნა; he is on the ragged edge of poverty სიღარიბის ზღვარზეა; ბ) გაგიჟების / თვითკონტროლის დაკარგვის ზღვარზე ყოფნა; ragged school ისტ. "ღარიბთა სკოლა" (საქველმოქმედო დაწესებულება ინგლისში, რომელიც ითვალისწინებდა უფასო განათლების მიცემას ხელმოკლე ოჯახის ბავშვებისთვის).