1. საკმაოდ, საკმარისად; quite big [good, cold] საკმაოდ დიდი [კარგი, ცივი]; his politics are now quite belated მისი პოლიტიკა ამჟამად საკმაოდ დრომოჭმულია; quite often საკმაოდ ხშირად;
2. სრულიად, სავსებით, მთლიანად; quite alone სრულიად მარტო; quite frankly სრულიად გულწრფელად; I quite agree სავსებით / სრულიად გეთანხმებით; are you quite sure? სრულიად დარწმუნებული ხართ? it's quite out of question ეს სრულიად გამორიცხულია; ამაზე ლაპარაკიც არ ღირს; you're quite right თქვენ აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით; not quite თითქმის; არცთუ კარგად, მთლიანად და ა.შ.; the theatre was not quite full თეატრი თითქმის სავსე იყო; თეატრი მთლიანად სავსე არ იყო; it's almost ready, but not quite თითქმის მზად არის, ცოტაც აკლია; quite another სრულიად სხვა; quite enough გამაძლ. სავსებით საკმარისად, ბლომად, უხვად; we had quite enough time დრო ბლომად გვქონდა;
3. ემოც.-გამაძლ. ძალიან, ძლიერ; my sister and I are quite different მე და ჩემი და ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისაგან; he got quite a blessing from his superior მაგრად მოხვდა უფროსისაგან; I'm quite sorry ამერ. ძალიან ვწუხვარ;
4. მართლაც, უეჭველად (
უპირატ. კითხვებზე პასუხისას); "They really should have thought of this before." – "Yes, quite." "ამაზე უფრო ადრე უნდა ეფიქრათ". – "დიახ, მართლაც";
◇ quite a / the / უაღრესად, მეტისმეტად; უჩვეულოდ; she's quite a beauty იგი უაღრესად ლამაზია; she's quite a girl ლამაზი გოგონაა; quite a car საუცხოო მანქანა; quite a noise ძლიერი ხმაური; quite a change მნიშვნელოვანი ცვლილება; quite a lot / a few, საუბ. a bit / (of smth.) (რისამე) დიდი რაოდენობა; ბევრი; they drank quite a lot of wine ბევრი ღვინო დალიეს; he is not quite all there თავში უქრის, მთლად დალაგებული არ არის; quite the go უკანასკნელი მოდა; საყოველთაო გატაცების საგანი; quite some smth. ა) საკმაო, დიდი; for quite some time საკმაო / დიდი ხანია; ბ) საუბ. = quite a / the /; not quite the thing ა) იშვ. შეუძლოდ; I am not quite the thing today დღეს თავს რაღაც კარგად ვერ ვგრძნობ; ბ) მიუღებელი, შეუფერებელი; not quite the thing to do არ ღირს ამის გაკეთება, ამის გაკეთება არ იქნება სწორი / მართებული.